Author Archives: preparatebi

იცით კაპტოპრილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კაპტოპრილის გვერდითი მოვლენებია: გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, პერიფერიული შეშუპებები. სასუნთქი სისტემის მხრივ: მშრალი ხველა, ფილტვების შეშუპება, ბრონქოსპაზმი. ცნს-ისადა პერიფერული ნერვულის სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავისტკივილი, ატაქსია, დაღლილობა, ძილიანობა, ასთენია, მხედველობისდარღვევა. საჭმლის-მომნელებელი სისტემის მხრივ: პირის სიმშრალე, აფტოზური სტომატიტი, გულისრევა, მადის დაქვეითება, იშვიათად ფაღარათი, ტკივილი მუცელში, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება, შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: პროტეინურია, თირკმლის ფუნქციის დარღვევა (სისხლში შარდოვანასა და კრეატინინის დონის მომატება). წყალ-ელექტროლიტური და მჟავე-ტუტოვანი ბალანსის მხრივ: ჰიპერკალიემია, ჰიპონატრიემია, აციდოზი. ალერგიული და იმუნოპათოლოგიური რეაქციები: ანგიონევროზული შეშუპება, შრატისმიერი დაავადება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფერვექსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფერვექსის გვერდითი მოვლენებია: რეკომენდებულ დოზებში გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება. პირის სიმშრალე, აკომოდაციის დარღვევა, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, შარდის შეკავება ყაბზობა, ალერგიული რეაქციები, რომელიც გამოიხატება კანზე გამონაყარით, ქავილით, ურტიკარიით და კვინკეს შეშუპებით. იშვიათად – ანემია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, მეტჰემოგლობინემია. გადაჭარბებული დოზებით ხანგრძლივად გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ჰეპატოტოქსიკური ან ნეფროტოქსიური მოქმედება, ჰემოლიზური ანემია, აპლაზიური ანემია, მეტჰემოგლობინემია, პანციტოპენია. არასასურველი სიმპტომების გამოვლენისთანავე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ამრადიპინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამრადიპინის გვერდითი მოვლენებია: სისხლმბადი სისტემის მხრივ: ლეიკოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ერითროციტოპენია, ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია – ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის ცვლილება. ალერგიული რეაქციები: იშვიათად – ჭინჭრის ციება; მეტაბოლური დარღვევები: იშვიათად – სხეულის წონის მატება ან კლება, ჰიპერგლიკემია; ცნს-ის და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: ძილიანობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პარესთეზია; იშვიათად – უძილობა, ხასაითის ლაბილობა, ძილის მოშლა, ტრემორი, გონების არევა; ხშირად – მხედველობის დარღვევა, შუილი ყურებში. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხშირად – გულისცემის შეგრძნება, სახის არეში სისხლის მოწოლის შეგრძნება, არტერიული წნევის დაქვეითება; იშვიათად – გულისწასვლა, მკერდუკანა არეში ტკივილი; ძალიან იშვიათად – სტენოკარდია, მიოკარდის ინფარქტი, ინსულტი, ვასკულიტი რისკის ჯგუფის პაციენტებში.  სასუნთქი სისტემის მხრივ: ქოშინი, მშრალი ხველა; იშვიათად – რინიტი, ბრონქოსპაზმი. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, გემოს შეგრძნების დარღვევა, დიარეა, ყაბზობა, პირის სიმშრალე; იშვიათად – სისხლში ბილირუბინისა და ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მატება, გასტრიტი, პანკრეატიტი, ჰეპატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე, ღრძილების ჰიპერპლაზია; დერმატოლოგიური რეაქციები: ქავილი, გამონაყარი, სახის კანის სიწითლე; იშვიათად – ოფლდენის გაძლიერება, ალოპეცია, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი; იშვიათად – ჭინჭრის ციება, სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, ხორხის ანგიონევროზული შეშუპება. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა და სიმპტომების სრულ გაქრობამდე პაციენტზე დაკვირვება. ძვალ-სახსართა სისტემის მხრივ – კუნთების სპაზმი, ართრალგია, მიალგია, ზურგის არეში ტკივილი;  შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: იშვიათად – შარდვის დარღვევა, ნიქტურია, შარდვის გახშირება, თირკმლის უკმარისობა; საქესო სისტემის მხრივ: იშვიათად – იმპოტენცია, გინეკომასტია; სხვადასხვა: ხშირად – პერიფერიული შეშუპება, ასთენია, დაღლილობა, ტკივილი გულმკერდში, სისუსტე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ალგოფლექს ფორტეს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ალგოფლექს ფორტეს გვერდითი მოვლენებია: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: აღნიშნული პრეპარატის მიღების შემდეგ შეიძლება შეინიშნოს გულისრევა და ღებინება, ტკივილი მუცლის ღრუში, დისპეფსია, ყაბზობა, შებერილობა, დიარეა, ახალი ან შედედებული სისხლი განავალში, პირღებინება სისხლთან ერთად. ხანდახან, განსაკუთრებით ხანდაზმულებში, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაწყლულება/სისხლდენა ფატალური შედეგით სრულდება. უფრო მწვავე შემთხვევებში, შესაძლებელია თავი იჩინოს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის წყლულოვანმა ანთებამ და კრონის დაავადების გაუარესებამ. გულის მხრივ: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით შესაძლებელია გამოიხატოს შეშუპება, მაღალი სისხლის წნევა და გულის უკმარისობა. ნერვული სისტემის მხრივ: შუილი ყურებში, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სმენის დარღვევა. სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: მომატებული მიდრეკილება სისხლდენისადმი, ანემია, ლეიკოციტების ან თრომბოციტების რაოდენობის შემცირება. ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი და კანის სხვა ალერგიული რეაქციები, ასთმური შეტევა. თირკმლისა და შარდის გამომყოფი სისტემის მხრივ: თირკმლის ფუნქციის დარღვევები, სისხლიანი შარდი, შარდის ბუშტის ანთება, თირკმელების ანთება და დისფუნქცია. შეშუპება, განსაკუთრებით ქვედა კიდურებში და სითხის შეკავების მომატება. ლაბორატორიული ტესტირება: ღვიძლის მოქმედების დარღვევები, ჰემოგლობინის, ჰემატოკრიტისა და სისხლის შრატში კალციუმის შემცველობის დონეების შემცირება. მხედველობის მხრივ: მხედველობის ისეთი დარღვევები, როგორიცაა მხედველობის დაბინდვა, ფერთა აღქმის დარღვევა. აღნიშნული რეაქციები ქრებიან პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე. არასასურველი ეფექტების შემცირება შესაძლებელია მოკლე პერიოდის განმავლობაში უმცირესი ეფექტური დოზის გამოყენებით, რაც აუცილებელია მათ შესაჩერებლად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

კო-ენალაპრილ H / CO-ENALAPRIL H ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კო-ენალაპრილ H – ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის. დაორსულების შემთხვევაში უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების საჭიროების შემთხვევაში უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ინდაპამიდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ინდაპამიდის გვერდითი მოვლენებია:  საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ანორექსია, პირის სიმშრალე, გასტრალგია, ღებინება, დიარეა, შეკრულობა, ტკივილი მუცელში, შესაძლებელია ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის განვითარება, იშვიათად პანკრეატიტი. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ასთენია, ნევროზულობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ვერტიგო, უძილობა, დეპრესია; იშვიათად-მომატებული დაღლილობა, საერთო სისუსტე, შეუძლოდ ყოფნა, კუნთების სპაზმი, დაჭიმულობა, გაღიზიანებადობა, შფოთვა.  სასუნთქი სისტემის მხრივ: ხველა, ფარინგიტი, სინუსიტი, იშვიათად-რინიტი. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ორთოსტატული ჰიპოტენზია, ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე (ჰიპოკალიემია), არითმიები, გულისცემის აჩქარება. საშარდე სისტემის მხრივ: ხშირი ინფექციები, ნიქტურია, პოლიურია. ალერგიული რეაქციები: კანის გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ჰემორაგიული ვასკულიტი. ლაბორატორიული მაჩვენებლები: ჰიპერურიკემია, ჰიპერგლიკემია, ჰიპოკალიემია, ჰიპოქლორემია, ჰიპონატრიემია, ჰიპერკალციემია, სისხლის პლაზმაში შარდოვანას აზოტის მომატება, ჰიპერკრეატინინემია, გლუკოზურია. სისხლმბადი ორგანოების მხრივ: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, ძვლის ტვინის აპლაზია და ჰემოლიზური ანემია. სხვა: სისტემური წითელი მგლურას გამწვავება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნიფედიპრესს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნიფედიპრესის გვერდითი მოვლენებია: გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: კანის ჰიპერემია, სითბოს შეგრძნება, ტაქიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია, პერიფერიული შეშუპება, იშვიათად – ბრადიკარდია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, ასისტოლია. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, გულძმარვა, დიარეა, იშვიათად – ღვიძლის ფუნქციის გაუარესება, ერთეულ შემთხვევებში – ღრძილების ჰიპერპლაზია. მაღალი დოზით ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლოა დისპეფსიური სიმპტომები, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის გაზრდა. ცნს-ისა და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი. მაღალი დოზით ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლოა პარესტეზია, კუნთების ტკივილი, ტრემორი, მხედველობის მსუბუქი დარღვევები, ძილის დარღვევები. სისხლმბადი სისტემის მხრივ: ერთეულ შემთხვევებში – ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია. შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: დღეღამური დიურეზის გაზრდა. მაღალი დოზით ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლოა თირკმლის ფუნქციის დარღვევა. ენდოკრინული სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში – გინეკომასტია. ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

უნი-ზოლი / UNI-ZOL ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

უნი-ზოლი –  უნი-ზოლის გამოყენება ორსულობის დროს, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში არ არის რეკომენდებული. ლაქტაციის პერიოდში, ნაკრების გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, ბავშვის კვება უნდა შეწყდეს მკურნალობის განმავლობაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რომექსიკამი / Romexicam ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

რომექსიკამი –  ორსულობა: კლინიკურმა კვლევებმა, ტერატოგენული ეფექტი არ გამოავლინა, რომექსიკამი TM ორსულობის პერიოდში არ ინიშნება, რადგან არ არსებობს პრეპარატის მიღების გამოცდილება.  ლაქტაცია: არ არის სასურველი რომექსიკამის TM მიღება ლაქტაციის პერიოდში, რადგან არ არსებობს ინფორმაცია, აღწევს თუ არა რომექსიკამიDდედის რძეში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ფლიქსონაზი / FLIXONASE ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ფლიქსონაზი –  სხვა წამლების მსგავსად ფლუტიკაზონის პროპიონატის წყლიანი ნაზალური სპრეის გამოყენება ორსულობის დროს მოითხოვს, რომ სარგებელი აღემატებოდეს შესაძლო რისკს, რომელიც დაკავშირებულია ამ წამალთან ან სხვა ალტერნატიულ თერაპიასთან. ორსულობის დროს მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ საკმარისი მტკიცებულება არ არსებობს. ცხოველთა რეპროდუქციული კვლევებისას პოტენციური კორტიკოსტეროიდებისათვის დამახასიათებელი ტიპიური გვერდითი ეფექტები აღინიშნება მედიკამენტის მხოლოდ მაღალი სისტემური აქტივობის დროს. პირდაპირი ინტრანაზალური შეყვანისას ადგილი აქვს მინიმალურ სისტემურ აქტივობას. ფლურტიკაზონის პროპიონატის ექსკრეცია ლაქტატში გამოკვლეული არ არის. როდესაც მოახდინეს ლაბორატორიულ ვირთაგვებში მედიკამენტის კანქვეშ შეყვანით გარკვეული პლაზმური დონის მიღწევა, მისი არსებობა ლაქტატში დადასტურდა. თუმცა, პლაზმური დონეები ფლუტიკაზონის პროპიონატის ინტრანაზალურად რეკომენდირებული დოზების შეყვანის შემდეგ, სავარაუდოდ, იქნება დაბალი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი