Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით ედნიტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ედნიტის გვერდითი მოვლენებია:  გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ძლიერი არტერიული ჰიპოტენზია, სტენოკარდია, ტაქიკარდია, არითმია, მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი. ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობის შეგრძნება, ძილიანობა. გრძნობის ორგანოების მხრივ: მხედველობის დაქვეითება, გემოვნების დარღვევა, ყურებში შუილი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, დიარეა, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის ადა ბილირუბინის კონცენტრაციის მომატება, უმადობა, ყაბზობა, ჰეპატიტი, სიყვითლე, გლოსიტი, პირის სიმშრალე. სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქოსპაზმი, ზემო სასუნთქი გზების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, ინფილტრატი ფილტვებში, ქოშინი. ალერგიული, ტოქსიკოალერგიული და იმუნოპათოლოგიური რეაქციები: ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი, ართრალგიები, ართრიტები, მიალგიები, ციება, მიოზიტი, ვასკულიტი, ფოტოსენსიბილიზაცია, გამონაყარი კანზე, ლეკოციტოზი, ეოზინოფილია ჰემოგლობინის მაჩვენებლის დაქვეითება, ნეიოროპენია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი. შარდ-გამომყოფის სისტემის მხრივ: კრეატინინის და ნარჩენი აზოტის დონის მომატება სისხლში, ჰიპონატრიემია, ჰიპერკალიემია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რებას D4-D6 კაფსულები (ნატუროპათი)-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რებას D4-D6 კაფსულები (ნატუროპათი)-ის გვერდითი მოვლენებია: ვინაიდან პრეპარატში შედის სპეციფიური ორგანული კომპონენტი, შეიძლება ადგილი ჰქონდეს  იპერმგძნობელობას მის მიმართ. ასეთ დროს მიღება უნდა შეწყდეს და მკურნალობა გაგრძელდეს სიმპტომურად. უკუჩვენებები არ ინიშნება, პრეპარატში შემავალი კომპონენტის მიმართ (Folliculi lymphatici aggregati) ჰიპერმგძობელობის შემთხვევაში. მითითებები შემადგენლობაში შედის ლაქტოზა

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვესანოიდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვესანოიდის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები:სრულად-ტრანს-რეტინული მჟავას რეკომენდებული დოზებით ნამკურნალებ პაციენტებში ყველაზე ხშირ გვერდით ეფექტებს მიეკუთვნებოდა  A ჰიპერვიტამინოზის სიმპტომები, რომელიც ყველა რეტინოიდს ახასიათებს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პულმოლანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პულმოლანის გვერდითი მოვლენებია: კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: ხანგრძლივად და დიდი დოზით გამოყენების შემთხვევაში – გასტრალგია, გულისრევა, ღებინება. ალერგიული რეაქციები: შესაძლებელია გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება. ერთეულ შემთხვევაში – ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, ანაფილაქსიური რეაქცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დესლორა-დენკ 5-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დესლორა-დენკ 5-ის გვერდითი მოვლენებია: მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები: სხვა პრეპარატების მსგავსად აღნიშნულმა პრეპარატმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები: , თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. მოზრდილებში დესლორა-დენკ 5-ის გვერდითი მოვლენები: დაახლოებით ისეთივე იყო, როგორც პლაცებოს შემთხვევაში. თუმცა პლაცებოსთან შედარებით დაღლილობა, პირის სიმშრალე და თავის ტკივილი უფრო ხშირად გამოვლინდა. მოზარდებში გამოვლენილი ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტი იყო თავის ტკივილი.  დესლორა-დენკ 5-ის მიღების შემდეგ ძალიან იშვიათ შემთხვევებში (1-ზე ნაკლები შემთხვევა ყოველი 10 000 ნამკურნალევი პაციენტიდან) გამოვლინდა ძლიერი ალერგიული რეაქციები (სუნთქვის გაძნელება, ხიხინი, ქავილი, ჭინჭირს ციება და შეშუპება) და გამონაყარი. ასევე ძალიან იშვიათ შემთხვევაში გამოვლინდა გახშირებული გულისცემა, ტაქიკარდია, კუჭის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, ფაღარათი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, უძილობა, კუნთების ტკივილი, ჰალუცინაციები, გულყრა, დაღლილობა გაზრდილი ფიზიკური აქტივობის დროს, ღვიძლის ანთება და ღვიძლის ფუნქციური ტესტების დარღვევა (1-ზე ნაკლები შემთხვევა ყოველი 10 000 ნამკურნალევი პაციენტიდან).  რაიმე გვერდითი ეფექტის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ნებისმიერ გვერდით ეფექტს, რაც არ არის აღწერილი აღნიშნულ ინსტრუქციაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რელანიუმს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რელანიუმის გვერდითი მოვლენებია:  * ძილიანობა, დაღლილობა, აპათია, მოძრაობის შენელებული რეაქციები, მეხსიერების დარღვევა, უძილობა, გაძლიერებული მადა, გულისრევა, ფაღარათი, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, არტერიული წნევის დაქვეითება, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე, კანის მხრივ ალერგიული რეაქციები, ლიბიდოს დაქვეითება, სუნთქვის დათრგუნვა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კლარიციდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კლარიციდის გვერდითი მოვლენებია:  თითქმის ყველა ანტიბაქტერიული საშუალებების დროს, მაკროლიდების ჩათვლით, აღინიშნება ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარება. შიდსით დაავადებულ პაციენტებში, კლარითრომიცინით მკურნალობისას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში M. avium – ის საწინააღმდეგო პროფილაქტიკის მიზნით, ხშირად ძნელი იყო კლარითრომიცინის გამოყენებასთან დაკავშირებული სავარაუდო გვერდითი მოვლენების განსხვავება არსებული აივ დაავადებებისა თუ ინტერკურენტული დაავადების გვერდითი მოვლენებისაგან. აღინიშნებოდა ენის შეფერადება პაციენტებში კლარითრომიცინითა და ომეპრაზოლით მკურნალობისას; კლარიციდი ძირითადად კარგი ამტანობით ხასიათდება. გასტროინტესტინური გვერდითი მოვლენების სიხშირე პერორალური კლარითრომიცინით თერაპიისას უფრო დაბალი იყო ვიდრე ტრადიციული მაკროლიდებით მკურნალობის დროს. აღინიშნებოდა გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, ფაღარათი, დისკომფორტი მუცელში, გემოს გაუკუღმართება, თავის ტკივილი, კანზე გამონაყარი. შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები, მსუბუქი ჭინჭრის ციებითა და კანზე მსუბუქი გამონაყარით დაწყებული მძიმე ანაფილაქსიით და სტივენს-ჯონსონის სინდრომით დამთავრებული. პოსტ-მარკეტინგული დაკვირვებებისას აღინიშნებოდა გლოსიტი, სტომატიტი, ორალური მონოლიაზი, ღებინება, თავბრუ, სმენის შექცევადი დაკარგვა, ქცევის შეცვლა, კონფუზია, დეპერსონალიზაცია, დეზორიენტაცია, ჰალუცინაციები, უძილობა, კოშმარები, ყურებში ხმაური და თავბრუ. მოვლენები ალაგდება პრეპარატის მიღების შეწყვეტისას. ღვიძლის დისფუნქცია, ღვიძლის ფერმენტების მომატებით და ჰეპატოცელულური და/ან ქოლესტაზური ჰეპატიტის ჩათვლით, სიყვითლით ან სიყვითლის გარეშე. ღვიძლის დისფუნქცია შეიძლება იყოს მძიმე და ხშირად შექცევადი. ძალიან იშვიათ შემთხვევებში, აღინიშნება ღვიძლის უკმარისობა, რომელიც ძირითადად დაკავშირებულია მძიმე თანმხლებ დაავადებასა თუ მკურნალობასთან. იშვიათად ერითრომიცინის და კლარითრომიცინის მიღება დაკავშირებულია პარკუჭოვან არითმიებთან, პარკუჭოვანი ტაქიკარდიისა და torsades de pointes ჩათვლით პაციენტებში QT ინტერვალის გახანგრძლივებით. არასასურველი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ექსფორჯს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ექსფორჯი®-ის გვერდითი მოვლენებია:  ქვემოთ აღწერილი გვერდითი რეაქციები კლასიფიცირებულია ორგანოების, სისტემების და წარმოქმნის სიხშირის მიხედვით. ამასთანავე, ყველაზე გავრცელებული რეაქცია მითითებულია პირველ რიგში. გვერდითი რეაქციის წარმოქმნის სიხშირის კლასიფიკაცია არის შემდეგი: ძალიან გავრცელებული (≥1/10); გავრცელებული (>1/100, ≤1/10); გაუვრცელებელი (>1/1000, ≤1/100); ნაკლებად გავრცელებული (>1/10000 ≤1/1000). ძალიან ნაკლებადგავრცელებული (<1/10 000), ცალკეული შემთხვევების ჩათვლით. თითოეულ ქვეჯგუფში გვერდითი რეაქციები მოცემულია სერიოზულობის ზრდის მიხედვით. ინფექციები: გავრცელებული – ნაზოფარინგიტი, გრიპისმაგვარი სიმპტომები. მხედველობის ორგანოს მხრივ: ნაკლებად გავრცელებული – მხედველობის დარღვევა. ფსიქიკის მხრივ: ნაკლებად გავრცელებული – აღგზნებულობა. ნერვული სისტემის მხრივ: გავრცელებული – თავის ტკივილი; არაგავრცელებული – თავბრუსხვევა, ძილიანობა, თავბრუსხვევა, პარესთეზია. სმენის ორგანოსა და ლაბირინთის მხრივ: არაგავრცელებული – თავბრუსხვევა; ნაკლებად გავრცელებული – ხმაური ყურებში. გულის მხრივ: არაგავრცელებული – ტაქიკარდია, გულისცემის აჩქარება; ნაკლებად გავრცელებული – გულისწასვლა. სისხლძარღვების მხრივ: არაგავრცელებული – ორთოსტატული ჰიპოტენზია; ნაკლებად გავრცელებული – არტერიული ჰიპოტენზია. სასუნთქი სისტემის მხრივ: არაგავრცელებული – ხველა, ტკივილი ყელსა და ხახაში. გასტროინტესტინალური დარღვევები: არაგავრცელებული – აბდომინალური ტკივილი, შეკრულობა, ფაღარათი, გულისრევა, სიმშრალე პირის ღრუში. კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არაგავრცელებული – გამონაყარი, ერითემა; ნაკლებად გავრცელებული – გაძლიერებული ოფლიანობა, ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ეკზანთემა. ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: არაგავრცელებული – სახსრების შესიება, ტკივილი წელის მიდამოებში, ართრალგია; ნაკლებად გავრცელებული – კუნთების გაკავება, სიმძიმის შეგრძნება. თირკმელებისა და შარდსადენი სისტემის მხრივ: ნაკლებად გავრცელებული – ხშირი შარდვა, მომატებული შარდვა, შარდოვანა აზოტის მომატება. რეპროდუქციული სისტემის მხრივ: ნაკლებად გავრცელებული – ერექციის დარღვევა. სხვა: ნაკლებად გავრცელებული – შეშუპება, სახის შეშუპება, ქვედა კიდურების შეშუპება, დაღლილობა, “ალები“, ასთენია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დერილაიფს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დერილაიფის გვერდითი მოვლენებია: ადგილობრივი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდების ხანგრძლივ დანიშვნას დიდი დოზებით ან მათ დატანებას კანის დიდ მონაკვეთებზე შეიძლება ახლდეს სისტემური აბსორბცია ჰიპერკორტიციზმის სიმპტომების შემდგომი განვითარებით. ამ გართულების განვითარების რისკი მომატებულია ბავშვებში, განსაკუთრებით ოკლუზიური ნახვევის გამოყენებისას, ამასთან საფენმა შეიძლება შეასრულოს ასეთი ნახვევის როლი.  ადგილობრივი გამოყენების მაღალაქტიური გლუკოკორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივმა მკურნალობამ მაღალი დოზებით შეიძლება გამოიწვიოს კანის ატროფიული ცვლილებები, კერძოდ, მისი გათხელება, ატროფიული ზოლების (სტრიების) გაჩენა, ზედაპირული სისხლძარღვების დილატაცია, განსაკუთრებით ოკლუზიური ნახვევების დადებისას და პრეპარატის დატანებისას კანის ნაკეცებიან მონაკვეთებზე. შეიძლება განვითარდეს კანის პიგმენტაცია და ჰიპერტრიქოზი. იშვიათ შემთხვევებში ადგილობრივი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდებით ფსორიაზის მკურნალობა (ან მათი მოხსნა) ახდენს პუსტულოზური ფსორიაზის განვითარების პროვოცირებას. ხანდახან დერილაიფმა შეიძლება გამოიწვიოს დაავადების სიმპტომების გამწვავება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რიზოქსანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რიზოქსანის გვერდითი მოვლენებია: ხანდახან პრეპარატის კომპონენტებზე შესაძლებელია ალერგიული რეაქციები. ერთეულ შემთხვევებში აღინიშნება სუსტი დამარბილებელი მოქმედება, ზოგჯერ – დისკომფორტი ფერდქვეშა არეში. ხანგრძლივი გამოყენებისას იშვიათად აღინიშნება დისპეფსიური მოვლენები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები