Category Archives: პრეპარატების ჩვენებები

რა დროს გამოიყენება ენზალ D?

ენზალ D გამოყენების ჩვენებებია: ენზალ D გამოიყენება როგორც მონოთერაპიის, ისე კომპლექსური თერაპიის სახით მალაბსორბციის სინდრომის დროს, რომელიც აღინიშნება დაბალი მჟავიანობით (ჰიპოაციდური მდგომარეობა) მიმდინარე ქრონიკული გასტრიტის დროს, ნაღველ-კენჭოვანი დაავადებისა და სანაღვლე გზების დისკინეზიის, ქრონიკული პანკრეატიტის დროს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში. პრეპარატი დამხმარე თერაპიის სახით გამოიყენება არაწყლულოვანი ფუნქციური დისპეფსიის დროს, ასევე ჯანმრთელ პირებში არადიეტური და ჭარბი საკვების მიღებისას.  ენზალ D ეფექტურად ხსნის შეკრულობას და ინიშნება ზედმეტი დაძაბვის შესამცირებლად დეფეკაციის დროს, მაგ., ავადმყოფებში მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდეგ, პოსტოპერაციულ პერიოდში, ბუასილის, ანალური სფინქტერის ნახეთქების დროს, ხანდაზმულ პირებში, ასევე წოლითი რეჟიმის მქონე პაციენტებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ქსინოკარდი?

ქსინოკარდის გამოყენების ჩვენებებია: კარდიოლოგია – გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია, გულის ქრონიკული  უკმარისობა), ათეროსკლეროზი, ჰიპერტონული დაავადება, კარდიომიოპათია,  არითმია. ნევროლოგია – თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ნევრიტი, ნევრალგია,  პოლინეიროპათია, გაფანტული სკლეროზი, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი,  კონცენტრირების უნარის დარღვევა, ძილიანობა, დეპრესიული მდგომარეობები,  ნევრასთენია. გინეკოლოგია – ინფექციური დაავადებების შედგომი რეაბილიტაციის პერიოდი. ენდოკრინილოგია – სიმსუქნე, ჰორმონალური დისბალანსი. ქირურგია – ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი, ფიზიკური ძალის  მოსამატებლად დასუსტებულ პაციენტებში. გასტროენტეროლოგია – ქრონიკული ანაციდური გასტრიტი, ქრონიკული ჰეპატიტი,  ღვიძლის ციროზი, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია. პულმონოლოგია – სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ES-სომნოგამა?

ES-სომნოგამას გამოყენების ჩვენებებია: ძილის დარღვევის მკურნალობა: უძილობა, დაძინების პროცესების გაჭიანურება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ედირექსი-სანოველი?

ედირექსი-სანოველის გამოყენების ჩვენებებია: პიოგლიტაზონი ნაჩვენებია ტიპი II შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ როგორც დამატებითი საშუალება: • მონოთერაპიის ჩასატარებლად დიეტოთერაპიასთან და ფიზიკურ ვარჯიშებთან ერთად; • კომბინირებული თერაპიისას სულფანილშარდოვანას წარმოებულებთან, მეტფორმინთან ერთად გლიკემიური კონტროლის არაეფექტურობის შემთხვევაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება იმუნატი?

იმუნატის გამოყენების ჩვენებებია: VIII ფაქტორის თანდაყოლილი ან შეძენილი დეფიციტით გამოწვეული (ჰემოფილია A, აგრეთვე მისი ინჰიბიტორული ფორმა, VIII ფაქტორის შეძენილი დეფიციტი, VIII ფაქტორის ინჰიბიციით განპირობებული) სისხლდენების მკურნალობა და პროფილაქტიკა. ვოლებრანდის დაავადება VIII ფაქტორის უკმარისობით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ნევრალონი?

ნევრალონის გამოყენების ჩვენებებია: პათოგენეტიკური და სიმპტომური საშუალების სახით ნერვული სისტემის სხვადასხვა წარმოშობის დაავადებებისა და სინდრომების კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში: – პოლინეიროპათია (მათ შორის, დიაბეტური, ალკოჰოლური და სხვ.); – ნევრიტი და პოლინევრიტი, მათ შორის რეტრობულბარული ნევრიტი; – პერიფერიული დამბლა, მათ შორის სახის ნერვის; – ნევრალგია, მათ შორის სამწვერა ნერვისა და ნეკნთაშუა ნერვების; – ტკივილის სინდრომი (მიალგია, შემომსარტყვლელი ჰერპესი); – B1 და B6, აგრეთვე B12 ვიტამინების დადასტურებული დეფიციტით განპირობებული სისტემური ნევროლოგიური დაავადებები. გამოყენება პედიატრიაში: არ არსებობს საკმარისი მონაცემები პრეპარატის ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენების შესახებ. პრეპარატის შემადგენლობაში ბენზილის სპირტის არსებობის გამო მისი დანიშვნა არ შეიძლება ახალშობილებში და განსაკუთრებით დღენაკლულ ბავშვებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება პროგასტი?

პროგასტის გამოყენების ჩვენებებია: • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების მკურნალობა • რეფლუქს-ეზოფაგიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა • Helicobacter pylori (H.pylori)–თან დაკავშირებული წყლულებიდან, H.pylori-თან ასოცირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაზიანებების მკურნალობა შესაბამის ანტიბიოტიკოთერაპიასთან ერთად კომბინაციაში. • არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან (აასპ) – ასოცირებული კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა იმ პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ მუდმივ მკურნალობას აასპ-ით. • გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების (გერდ) სიმპტომური მკურნალობა. • პათოლოგიური ჰიპერსეკრეტორული მდგომარეობის მკურნალობა, ზოლინგერ-ელისონის სინდრომის ჩათვლით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება დიდროფი?

დიდროფის გამოყენების ჩვენებებია: • ვირუსული ან ბაქტერიული წარმოშობის მწვავე რინიტი;  • მწვავე ალერგიული რინიტი; • პოლინოზი; • მწვავე სინუსიტი ან ქრონიკული სინუსიტის გამწვავება;  • ევსტაქიიტი; • შუა ყურის ანთება (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის შეშუპების შესამცირებლად და ევსტაქის მილის გამტარობის აღსადგენად);  • რინოსკოპიის ჩატარების გასაადვილებლად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ნექსიუმი?

ნექსიუმის გამოყენების ჩვენებებია: გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადება: – ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის მკურნალობა – ხანგრძლივი შემანარჩუნებელი მკურნალობა ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის შეხორცების შემდეგ რეციდივის თავიდან ასაცილებლად; – გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადების სიმპტომური მკურნალობა კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში: – Helicobacter pylori-სთან ასოცირებული თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობა – Helicobacter pylori-სთან ასოცირებული პეპტიური წყლულის რეციდივის პროფილაქტიკა ხანგრძლივი მჟავადამთრგუნველი თერაპია პაციენტებში, რომლებმაც გადაიტანეს სისხლდენა პეპტიური წყლულიდან (პრეპარატების ინტრავენური მიღების შემდეგ, რომლებიც აქვეითებს კუჭის ჯირკვლების სეკრეციას, რეციდივის პროფილაქტიკისთვის). პაციენტები, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ აასს-ს: – აასს – ს მიღებასთან დაკავშირებული კუჭის წყლულის შეხორცება; – აასს-ს მიღებასთან დაკავშირებული კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პროფილაქტიკა  რისკის ჯგუფის პაციენტებში ზოლინგერ-ელისონის სინდრომი ან სხვა მდგომარეობები, როლებიც ხასიათდება კუჭის ჯირკვლების პათოლოგიური ჰიპერსეკრეციით, მათ შორის იდიოპათიური ჰიპერსეკრეცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება პერიკასტუსი?

პერიკასტუსის გამოყენების ჩვენებებია: მიღების ჩვენებები: რეპროდუქციული სისტემის ჰორმონდამოკიდებული დაავადებების კომლექსური თერაპია (საშვილოსნოს მიომა, ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია, საშვილოსნოს ყელის დისპლაზია, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია და სხვა); რეპროდუქციული სისტემის ჰორმონდამოკიდებული დაავადების განვითარების რისკის შემცირება; ფიბროადენომით განმეორებით დაავადების პროფილაქტიკა ქირურგიული მკურნალობის შემდეგ; საშვილოსნოს ყელის, სარძევე ჯირკვლის კიბოს პროფილაქტიკა; ქალის რეპროდუქციული სისტემის ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალების სახით; ადამიანის პაპილომა ვირუსთან დაკავშირებული დაავადებების პროფილაქტიკა (საშვილოსნოს ყელის დისპლაზია, მახვილბოლოიანი კონდილომები, პაპილომატოზი);

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი