Category Archives: სხვა

იცით არომაზინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

არომაზინის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ ვლინდება უმნიშვნელოდ ან ზომიერად გამოხატული სახით. შედარებით ხშირად: სიმხურვალის შეგრძნება, გულისრევა, გადაღლა, მომატებული ოფლიანობა და თავბრუსხვევა. თავის ტკივილი, უძილობა, ტკივილი მუცლის არეში, კანზე გამონაყარი, ანორექსია, ღებინება, დეპრესია, ალოპეცია, პერიფერიული შეშუპებები (ტერფების და წვივების შეშუპება), ყაბზობა და დისპეფსია. ერთეულ შემთხვევაში: ლიმფოციტების რიცხვის შემცირება განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ წინასწარი ლიმფოპენია), ლიმფოციტების საშუალო რიცხვის დადასტურებული შეცვლით და ვირუსული ინფექციების დაავადების თანმხლები დაავადებების გარეშე. ღვიძლის ფერმენტებისა და ტუტე ფოსფატაზის აქტივობის გაზრდა უპირატესად იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მეტასტაზები ღვიძლში და ძვლებში, აგრეთვე ღვიძლში სხვა დაზიანებების არსებობისას (არ არის დადგენილი დაკავშირებულია თუ არა ეს ცვლილებება პრეპარატის მიღებასთან).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

თიოქტაციდის მჟავა – THIOCTIC ACID ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

თიოქტაციდის მჟავა –  რეპროდუქციულ ფუნქციაზე თიოქტაციდის ტოქსიკური მოქმედების მიუხედავად, იგი არ იძლევა ნაყოფზე პრეპარატის უარყოფითი მოქმედების მსჯელობის შესაძლებლობას. რადგან, არ არსებობს ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების საკმარისი მონაცემები, ამიტომ ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება ხდება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. რადგან არ არსებობს მონაცემები დედის რძეში თიოქტოის მჟავას ექსკრეგირების შესახებ, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნა ნებადართული არ არის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

როქსიტასი-ავერსი / Roxitas-Aversi ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

როქსიტასი-ავერსი –   ადეკვატური და სათანადოდ კონტროლირებადი კლინიკური კვლევები როქსითრომიცინის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ ორსულობის პერიოდში არ ჩატარებულა, რის გამოც როქსიტასი-ავერსის ორსულობის პერიოდში გამოყენება არ არის რეკომენდებული.   პრეპარატი უმნიშვნელო რაოდენობით (დაახლოებით 0.05%) გადადის დედის რძეში, რის გამოც მკურნალობის პერიოდში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით IVF-C-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

IVF-C-ის გვერდითი მოვლენებია: 1) შოკი: იშვიათ შემთხვევებში მოსალოდნელია შოკის განვითარება, რის გამოც პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ექიმის დაკვირვების ქვეშ. სახის წამოწითლების, გულძმარვის, დისპეფსიის და სხვა მოვლენის გაჩენის შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა. 2) ჰიპერმგრძნობელობა: სიწითლის და მსგავსი მოვლენების გაჩენის შემთხვევაში, მკურნალობა უნდა შეწყდეს. 3) ფსიქონერვული სისტემა: თავბრუსხვევა, აგზნებადობა, უძილობა, დეპრესია, დაღლილობა და ა.შ. 4) გულ-სისხლძარღვთა სისტემა: იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია გამოვლინდეს თრომბოზი ან ცერებრალური თრომბოზი. 5) პრეპარატის ხანგრძლივი და უწყვეტი მიღება: კაცებში შესაძლებელია გამოვლინდეს ჰიპერსექსუალურობა, გახანგრძლივებული ერექცია, აკნე და გინეკომასტია, ხოლო ქალებში – ვირილიზაციის ნიშნები, როგორიც არის პოლიტრიხია, კლიტორიზმი, აკნე. 6) სხვა: იმ შემთხვევაში თუ პრეპუბერტულ პერიოდში გამოვლინდება ნაადრევი სქესობრივი მომწიფების ნიშნები, ასეთ შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით არჯელონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

არჯელონის გვერდითი მოვლენებია: გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, კოლაფსი მახასიათებელი ნიშნებით. საშარდე სისტემის მხრივ: თირკმლების ფუნქციების დარღვევის გამოვლინება ან გაძლიერება, პროტეინურია. სასუნთქი სისტემის მხრივ: იშვიათად – მშრალი ხველა, ბრონქიტი. სინუსიტი, რინიტი, ერთეულ შემთხვევაში – ბრონქოსპაზმი. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმში, დისპეფსია, დიარეა, ყაბზობა, დისფაგია, მადის დაკარგვა, ღვიძლის ფერმენტების და ბილირუბინის დონის მატება. ნერვული სისტემის მხრივ: განგაშის შეგრძნება, დეპრესია, თავბრუსხვევა, ძილის მოშლა, ნევრალგია, ნეიროპათია, პარესთეზია, მხედველობის და სმენის დარღვევა. ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, ფოტოსენსიბილიზაცია, ანგიონევროზული შეშუპება, მულტიფორმული ერითემა, ართრალგია, მიალგია. სხვადასხვა: ჰიპერკალიემია, ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის შემცირება, ლეიკოპენია, ეოზინოფილია, ოფლდენის გაძლიერება, საერთო სისუსტე, სხეულის წონის მატება, შეშუპება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ასპროვიტი Cს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ასპროვიტი C-ის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი რეაქციები. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: შესაძლებელია ღებინება, გულისრევა, მადის დაქვეითება, ტკივილები ეპიგასტრიაში, დიარეა; იშვიათად – კნტ ეროზიულ-წყლულოვანი დარღვევების, სისხლდენები განვითარება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა და კუჭქვეშა ჯირკვლის ინსულარული აპარატის გამოფიტვა. ცნს-ს მხრივ: ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მხედველობის შექცევადი დარღვევები, შუილი ყურებში. სისხლის წარმომქმნელი სისტემის მხრივ: იშვიათად – თრომბოციტოპენია, ანემია. სისხლის შედედების სისტემის მხრივ: იშვიათად – ჰემორაგიული სინდრომი, სისხლდენის დროის გახანგრძლივება. შარდის გამომყოფი სისტემის მხრივ: იშვიათად – თირკმელების ფუნქციის დარღვევა. ალერგიული რეაქციები: იშვიათად – გამონაყარი კანზე, კვინკეს შეშუპება, ბრონქოსპაზმი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით აზარგა თვალის წვ.ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

აზარგას თვალის წვ. გვერდითი მოვლენებია: არასასურველი ეფექტები: უსაფრთხოების პროფილის შეჯამება ორ კლინიკურ კვლევაში 6 და 12 თვიანი ხანგრძლივობით, 394 პაციენტის ჩათვლით, რომლებიც მკურნალობენ აზარგას თვალის წვეთებით, სუსპენზიით ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი რეაქცია იყო ტრანზიტორული დაბინდული მხედველობა ჩაწვეთებისას (3.6%), რომელიც გრძელდება რამდენიმე წამიდან რამდენიმე წუთამდე.   გვერდითი რეაქციების ტაბულირებული შეჯამება შემდგომი გვერდითი რეაქციები კლასიფიცირებულია შემდეგი მდგომარეობის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი(≥1/100-<1/10), არახშირი (≥1/1,000-,1/100), იშვიათი (≥1/10,000-<1/1,000), ან ძალიან იშვიათი (<1/10,000). ჩასასმელია ცხრილი. შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა: დისგეზია (მწარე ან უცნაური გემო პირში ჩაწვეთების შემდეგ) ხშირად აღწერილი იყო სისტემური გვერდითი რეაქცია აზარგას თვალის წვეთებთან დაკავშირებულ კლინიკურ კველვებში. ეს სავარაუდოდ გამოწვეულია თვალის წვეთების პასაჟით ცხვირ-ხახაში ნაზოლაკრიმალურ არხში და დამახასიათებელია ბრინზოლამიდისთვის. ნაზოლაკრიმალური ოკლუზია ან ქუთუთოს ფრთხილი დახურვა ინსტილაციის მერე შეიძლება ამცირებდეს ამ ეფექტის გაჩენას.  აზარგას თვალის წვეთები, სუსპენზია შეიცავს ბრინზოლამიდს, რაც სულფონამიდის ინჰიბიტორია კარბონის ანჰიდრაზისა სისტემური აბსორბციით. გასტროინტესტინალური, ნერვული სისტემის, ჰემატოლოგიური, რენალური და მეტაბოლური ეფექტები ჩვეულებრივ დაკავშირებულია სისტემურ კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორებთან. გვერდითი რეაქციების იგივე ტიპი რაც ახასიათებს კარბონის ანჰიდრაზას ინჰიბიტორებთან შეიძლება გაჩნდეს ადგილობრივი მიღებისას.   აზარგას თვალის წვეთები, სუსპენზია შეიცავს ბრინზოლამიდს და თიმოლოლს (თიმოლოლის მალეატის სახით). დამატებითი გვერდითი რეაქციები დაკავშირებულია ინდივიდუალურ კომპონენტებთან. პოსტმარკეტინგული გამოცდილება, რომელიც შეიძლება გაჩნდეს აზარგას თვალის წვეთების, სუსპენზიის, გამოყენებისას მოიცავს: ჩასასმელია ცხრილი  პედიატრიული პაციენტები აზარგას თვალის წვეთები, სუსპენზია რეკომენდებული არ არის 18 წლამდე ბავშვებში გამოსაყენებლად უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მონაცემების ნაკლებობის გამო.  

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

ლერონი / Leroni ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ლერონი – ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

კიდოფენი – KIDOFEN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კიდოფენი –  პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მიმართონ ექიმს. პრეპარატ კიდოფენის გამოყენება ორსულობის ბოლო ტრიმესტრში უკუნაჩვენებია. ძუძუთი კვება პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მიმართონ ექიმს. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები აღწევს რძეში. რადგან არ არსებობს მონაცემები იბუპროფენის მავნე გავლენაზე ძუძუთა ბავშვებზე, კვების შეწყვეტა აუცილებელი არ არის ხანმოკლე დროით ტკივილის ან ცხელების დროს სამკურნალო დოზებით იბუპროფენის გამოყენებისას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით არისტას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

არისტას გვერდითი მოვლენებია: გვერდითი რეაქციები, დაკავშირებული ტადალაფილის გამოყენებასთან, ჩვეულებრივ უმნიშვნელოა, ან საშუალო გამოხატულების ხარისხის, ტრანზიტორულია და პრეპარატის გამოყენების გაგრძელებისასმცირდება.  ქვემოთ გამოყენებული გვერდითი ეფექტების სიხშირის პარამეტრები განსაზღვრულია შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100-დან< 1/10-მდე), არახშირი (≥ 1/1000-დან< 1/100-მდე), იშვიათი (≥ 1/10000-დან< 1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10000), დაუდგენელი სიხშირის. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არახშირი – გულისცემის შეგრძნება, ტაქიკარდია, აწ დაქვეითება (პაციენტებში, რომლებიც უკვე იღებდნენ ჰიპოტენზიურ საშუალებებს), აწ მომატება; იშვიათი – მიოკარდიუმის ინფარქტი; დაუდგენელი სიხშირის – არასტაბილური სტენოკარდია, უეცარი კარდიალური სიკვდილი. ნერვული სისტემის მხრივ: ძალიან ხშირი – თავის ტკივილი; ხშირი – თავბრუსხვევა; იშვიათი – გულის წასვლა, შაკიკი, ტრანზიტორული იშემიური შეტევები, ინსულტი. მხედველობის ორგანოების მხრივ: არახშირი – არამკვეთრი მხედველობითი აღქმა; იშვიათი – მხედველობის ველის დარღვევა; დაუდგენელი სიხშირის – მხედველობის ნერვის არაარტერიული წინა იშემიური ოპტიკური ნეიროპათია, ბადურას ვენების ოკლუზია. სასუნთქი სისტემის მხრივ: არახშირი – სისხლდენა ცხვირიდან. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ხშირი – ტკივილი მუცლის არეში; არახშირი – გასტროეზოფაგური რეფლუქსი. დერმატოლოგიური რეაქციები: არახშირი – გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ჰიპერჰიდროზი; დაუდგენელი სიხშირის – სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ექსფოლიაციური დერმატიტი. რეპროდუქციული სისტემის მხრივ: იშვიათი – ხანგრძლივი ერექცია; დაუდგენელი სიხშირის – პრიაპიზმი. იმუნური სისტემის მხრივ: არახშირი – ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. ზოგადი დარღვევები: არახშირი – ტკივილი გულმკერდში; იშვიათი – სახის შეშუპება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები