Category Archives: სხვა

იცით ქოლინარტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ქოლინარტის გვერდითი მოვლენებია: ქოლინის ალფოსცერატი,  ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაშიც კი. შესაძლებელია,  გულისრევა (როგორც დოფამინერგული აქტივაციის შედეგი). საჭიროებს  პრეპარატის დოზის დროებითი შემცირებას. შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

ზოლოფტი / ZOLOFT ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ზოლოფტი –  ცხოველურ კვლევებში არ გამოვლინდა სერტრალინის ტერატოგენული ეფექტი. პოსტმარკეტინგულ კვლევებში სერტრალინის მიღებამ ორსულობის მესამე ტრიმესტრში, ისევე როგორც სეროტონინის უკუმიტაცების სხვა სელექტიურმა ინჰიბიტორებმა და ახალი თაობის სხვა ანტიდეპრესამტებმა გამოიწვიეს მთელი რიგი გართულებები, რაც მოითხოვდა ნაყოფის გახანგრძლივებულ ჰოსპიტალიზაციას  (რესპირატორული და კვების პრობლემები, ციანოზი, ტრემორი, ჰიპო ან ჰიპერტონია, პირღებინება). შესაბამისად ორსულობის პერიოდში სერტრალინის გამოყენება იმ შემთხვევაშია რეკომენდებული, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებლიანობა მკვეთრად აღემატება ნაყოფზე მისი მოქმედების პოტენციურ რისკს. დედის რძეში სერტრალინის კონცენტრაცია მინიმალურია, მაღლი დოზების დროსაც. სერტრალინის შემცველობა იმ ახალშობილთა პლაზმაში, რომელთა მეძუძური დედები ღებულობდნენ სერტრალინს არ აღემატება 2 ნგრ/მლ-ზე, ხანმოკლე კვლევებში არ გამოვლინდა უარყოფითი ზეგავლენა ახალშობილზე, თუმცა მეძუძური დედებისათვის სერტრალინის დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში უნდა შეფასდეს სარგებლიანობა და შესაძლებელი რისკი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

კალუმიდი – CALUMID ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კალუმიდი –  * პრეპარატი არ ენიშნებათ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

გლიმეპირიდი – ჰუმანითი / Glimepiride – Humanity ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

გლიმეპირიდი ჰუმანითი – უკუჩვენებები – ორსულობა და ლაქტაცია

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

დემანტინი / Demantin ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

დემანტინი –  ორსულობა (კატეგორია B). ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში აღინიშნა ფეტალური განვითარების შეფერხება მემანტინის ადამიანების დოზების ექვივალენტური ან ოდნავ უფრო მაღალი დოზებით გამოყენებისას. ცნობილი არ არის რამდენად ასახავს ეს მონაცემები რისკს ადამიანებში. შესაბამისად, მემანტინის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულებში, თუ არ არის აუცილებელი ჩვენება. მემანტინის მიღებისას რეკომენდებულია ძუძუთი კვების შეწყვეტა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით როტარიტმილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

როტარიტმილის გვერდითი მოვლენებია: გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის მხრი­ვ: ბრა­დი­კარ­დია (ძი­რი­თა­დად ზო­მი­ე­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი და დო­ზა­და­მო­კი­დე­ბუ­ლი), ზოგ­ჯერ (სი­ნუ­სის კვან­ძის დის­ფუნ­ქცი­ის შემ­თხვე­ვა­ში, ხან­დაზ­მულ პა­ცი­ენ­ტებ­ში) გა­მო­ხა­ტუ­ლი ბრა­დი­კარ­დია და ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად – გუ­ლის გა­ჩე­რე­ბა: იშ­ვი­ა­თად აღი­ნიშ­ნე­ბა – გამ­ტა­რო­ბის დარ­ღვე­ვა (სი­ნო­ატ­რი­უ­ლი ბლო­კა­და, სხა­დას­ხვა ხა­რის­ხის ატ­რი­ო­ვენ­ტრი­კუ­ლუ­რი ბლო­კა­და); ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვა­ში აღნიშნავენ არით­მო­გე­ნუ­ლ მოქ­მე­დე­ბას, ზოგ­იერთ შემთხვევაში – შემ­დგო­მი გუ­ლის გა­ჩე­რე­ბით. გრძნო­ბათა ორ­გა­ნო­ების მხრი­ვ: მიკ­რო­და­ნა­ლე­ქი რქო­ვა­ნას ეპი­თე­ლი­უმ­ზე, ჩვე­უ­ლებ­რივ – გუ­გის ქვე­და არე­ში; რომელიც შედგება რთუ­ლი ცხი­მო­ვა­ნი და­ნაშ­რე­ვი­სა­გან, ქრე­ბა პრე­პა­რა­ტის მოხ­სნის შემ­დეგ და არ მო­ით­ხოვს მკურ­ნა­ლო­ბის შეწ­ყვე­ტას. ზოგ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა გამოიწვიოს მხედ­ვე­ლო­ბის დარ­ღვე­ვა – კაშ­კა­შკა გა­ნა­თე­ბის პი­რო­ბებ­ში ფე­რა­დი შა­რა­ვან­დის ან არამ­კა­ფიო კონ­ტუ­რე­ბის გაჩენის სა­ხით. აღ­წე­რი­ლია მხედ­ვე­ლო­ბის ნერ­ვის ნევ­რი­ტის/მხედ­ვე­ლო­ბი­თი ნე­ი­რო­პა­თი­ის რამდენიმე შემთ­ხვე­ვა, ამი­ტომ ამი­ო­და­რო­ნით მკურ­ნა­ლო­ბის ფონ­ზე არამ­კა­ფიო მხედ­ვე­ლო­ბის ან მხედ­ვე­ლო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბის განვითარების შემ­თხვე­ვა­ში რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია სრუ­ლი ოფ­თალ­მო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვის, მათ შო­რის ფუნ­დოს­კო­პი­ის ჩა­ტა­რე­ბა, მხედ­ვე­ლო­ბის ნერ­ვის ნევ­რი­ტის დად­გე­ნის შემ­თხვე­ვა­ში პრე­პა­რა­ტის მი­ღე­ბა უნ­და შეწ­ყდეს. საჭ­მლის მო­მ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის მხრი­ვ: გუ­ლის­რე­ვა, ღე­ბი­ნე­ბა, მა­დის დაქ­ვე­ი­თე­ბა, გე­მოს შეგ­რძნე­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა ან და­კარ­გვა, სიმ­ძი­მის შეგ­რძნე­ბა ეპი­გას­ტრიუმის არე­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით მკურ­ნა­ლო­ბის და­საწ­ყის­ში, რაც გაივლის დო­ზის შემ­ცი­რე­ბის შემდეგ. სის­ხლის შრატ­ში ტრან­სა­მი­ნა­ზე­ბის აქ­ტი­ვობის იზო­ლი­რე­ბუ­ლი მა­ტე­ბა, ჩვე­უ­ლებ­რივ – ზო­მი­ე­რი, რო­მე­ლიც დო­ზის შემ­ცი­რე­ბის შემ­დეგ ქვე­ით­დე­ბა. შე­საძ­ლე­ბე­ლია ღვიძ­ლის მწვა­ვე და­ზი­ა­ნე­ბა ტრან­სა­მი­ნა­ზე­ბის მო­მა­ტე­ბით და/ან სიყ­ვით­ლით, მათ შო­რის ღვიძ­ლის უკ­მა­რისობის გან­ვი­თა­რე­ბით. ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად: ღვიძ­ლის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბები. 6 თვეზე მეტი ხანგრძლივობის მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ სის­ხლში ტრან­სა­მი­ნა­ზე­ბის თუნ­დაც ზო­მი­ე­რი მო­მა­ტე­ბის დროსაც კი ეჭვი უნდა მიტანილ იქნას ღვიძ­ლის ქრო­ნი­კულ და­ზიანება­ზე. სა­სუნ­თქი სის­ტე­მის მხრი­ვ: აღ­წე­რი­ლია ინ­ტერ­სტი­ციული ან ალ­ვე­ო­ლური პნევ­მო­ნი­ტი­სა და პნევმონიასთან ერთად მა­ობ­ლი­ტი­რე­ბელი ბრონ­ქი­ო­ლი­ტის შემთხვევები, ზოგ­ჯერ ლე­ტა­ლუ­რი გამოსავლით. აღწერილია პლევ­რი­ტის რამ­დე­ნი­მე შემთ­ხვე­ვა. ამ ცვლი­ლე­ბებს შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს ფილ­ტვის ფიბ­რო­ზის გან­ვი­თა­რე­ბა, თუმცა ეს ცვლი­ლე­ბე­ბი ძი­რი­თა­დად შექცევადია ამი­ო­და­რო­ნის ადრეული მოხ­სნი­ს და კორ­ტი­კოს­ტე­რო­ი­დე­ბის და­ნიშ­ვნი­სას (ან მა­თი და­ნიშ­ვნის გა­რე­შე). კლი­ნი­კუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი ჩვე­უ­ლებ­რივ 3-4 კვი­რა­ში ქრე­ბა. რენ­ტგე­ნო­ლო­გი­უ­რი სუ­რა­თი­სა და ფილ­ტვე­ბის ფუნ­ქცი­ის აღ­დგე­ნა მიმ­დი­ნა­რე­ობს უფ­რო ნე­ლა (რამ­დე­ნი­მე თვე). თუ პა­ცი­ენტს, რო­მე­ლიც ამი­ო­და­რონს იღებს, განუვითარდა გა­მო­ხა­ტუ­ლი ქო­ში­ნი ან მშრა­ლი ხვე­ლა, სა­ერ­თო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბით (მომატებული მოთენთილობა, სხე­უ­ლის მა­სის შემ­ცი­რე­ბა, სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რის მო­მა­ტე­ბა) ან გა­უ­ა­რე­სე­ბის გა­რე­შე, საჭიროებს გულ­მკერ­დის რენ­ტგე­ნოგ­რა­ფი­ის ჩა­ტა­რე­ბას და სა­ჭი­რო­ე­ბი­ს შემთხვევაში, პრე­პა­რა­ტის მოხ­სნას. ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად: ბრონ­ქოს­პაზ­მი მძი­მე სუნთქვითი უკ­მა­რისო­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებში, განსაკუთრებით პაციენტებში ბრონქული ასთმით; მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი დის­ტრე­ს სინ­დრო­მი, ზოგ­ჯერ ლე­ტა­ლუ­რი გამოსავლით და ზოგ­ჯერ უშუ­ა­ლოდ ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის შემ­დეგ (ნავარაუდებია ჟან­გბა­დის მა­ღალ დო­ზას­თან ურ­თი­ერ­თქმე­დე­ბის შესაძლებლობა). ენ­დოკ­რი­ნუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი: აღინიშნება ჰი­პო­თი­რე­ო­ზი მისი კლა­სი­კუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბით: სხე­უ­ლის მა­სის მო­მა­ტე­ბა, შემცივნება, აპა­თია, დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა, ძი­ლი­ა­ნო­ბა, ამი­ო­და­რო­ნის მო­სა­ლოდ­ნელ მოქ­მე­დე­ბას­თან შე­და­რე­ბით მეტად გამოხატული ბრა­დი­კარ­დია. დი­აგ­ნო­ზი დას­ტურ­დე­ბა სის­ხლის შრა­ტის თი­რე­ოტ­რო­პუ­ლი ჰორ­მო­ნის მო­მა­ტე­ბუ­ლი დო­ნის გა­მოვ­ლე­ნით. მკურ­ნა­ლო­ბის შეწ­ყვე­ტის შემ­დეგ ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ფუნ­ქცი­ის ნორ­მა­ლი­ზა­ცია აღი­ნიშ­ნე­ბა მკურნალობის შეწყვეტიდან ჩვე­უ­ლებ­რივ 1-3 თვე­ში. სი­ცოც­ხლი­სათ­ვის სა­შიშ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში შე­იძ­ლე­ბა ამი­ო­და­რო­ნით მკურ­ნა­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა, და­მა­ტე­ბით L-თი­როქ­სი­ნის და­ნიშ­ვნის, სის­ხლის შრატ­ში თი­რე­ოტ­რო­პუ­ლი ჰორ­მო­ნის კონ­ტრო­ლის ქვეშ. ჰი­პერ­თი­რე­ო­ზი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ლინ­დეს რო­გორც მკურ­ნა­ლო­ბის დროს, ისე მი­სი დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ (აღ­წე­რი­ლია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­ცა ჰი­პერ­თი­რე­ო­ზი გან­ვი­თარ­და ამი­ო­და­რო­ნის მოხ­სნი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში). ჰი­პერ­თი­რე­ო­ზი მიმ­დი­ნა­რე­ობს უფ­რო ფა­რუ­ლად, რამ­დე­ნი­მე სიმ­პტო­მით: სხე­უ­ლის მა­სის უმ­ნიშ­ვნე­ლო, მაგ­რამ აუხ­სნე­ლი და­კარ­გვა, ან­ტი­ა­რით­მი­უ­ლი და/ან ან­ტი­ან­გი­ნუ­რი ეფექ­ტის შემ­ცი­რე­ბა; ხან­დაზ­მულ პა­ცი­ენ­ტებ­ში ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბა და თი­რე­ო­ტოქ­სი­კო­ზის მოვ­ლე­ნე­ბიც კი. დი­აგ­ნო­ზი დას­ტურ­დე­ბა სის­ხლის შრატ­ში თი­რე­ოტ­რო­პუ­ლი ჰორ­მო­ნის (ზემ­გრძნო­ბი­ა­რე კრი­ტე­რი­უ­მის) დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი დო­ნის გა­მოვ­ლე­ნით. ჰი­პერ­თი­რე­ო­ზის გა­მოვ­ლე­ნი­ს შემთხვევაში ამი­ო­და­რო­ნი უნ­და მო­იხ­სნას. ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ფუნ­ქცი­ის ნორ­მა­ლი­ზა­ცია ჩვე­უ­ლებ­რივ აღი­ნიშ­ნე­ბა პრე­პა­რა­ტის მოხ­სნიდან რამ­დე­ნი­მე თვე­ში. ამას­თა­ნა­ვე, კლი­ნი­კუ­რი სიმ­პტო­მა­ტი­კა ნორ­მა­ლი­ზდე­ბა უფ­რო ად­რე (3-4 კვი­რა­ში), ვიდ­რე ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ჰორ­მო­ნე­ბის დო­ნი­სა. მძი­მე შემ­თხვე­ვას შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს ლე­ტა­ლუ­რი გამოსავალი, ამი­ტომ ამ დროს სა­ჭი­როა სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვა. ყო­ველ ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვა­ში მკურ­ნა­ლო­ბა უნ­და შე­ირ­ჩეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად. თუ ავად­მყო­ფის მდგო­მა­რე­ო­ბა უა­რეს­დე­ბა – რო­გორც თავად თი­რე­ო­ტოქ­სი­კო­ზის, ისე მი­ო­კარ­დი­უ­მის ჟან­გბად­ზე მოთ­ხოვ­ნი­ლე­ბა­სა და მი­წო­დე­ბას შო­რის სა­ში­ში დის­ბა­ლან­სის გა­მო, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია მკურ­ნა­ლო­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ დაწ­ყე­ბა კორ­ტი­კოს­ტე­რო­ი­დე­ბით (1 მგ/კგ) საკ­მა­ოდ დიდ­ი ხნის მანძილზე (3 თვე). ამ სინ­თე­ზუ­რი ან­ტი­თი­რე­ო­ი­დუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ნაცვლად, რომლებიც შე­იძ­ლე­ბა ამ შემთხვევაში ყოველთვის ეფექტური არ აღმოჩნდეს. ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად შე­საძ­ლე­ბე­ლია ან­ტი­დი­უ­რეზული ჰორ­მო­ნის სეკ­რე­ცი­ის დარ­ღვე­ვის სინ­დრო­მის გა­მოვ­ლე­ნა. კა­ნის მხრი­ვ: შე­იძ­ლე­ბა აღი­ნიშ­ნოს ფო­ტო­სენ­სი­ბი­ლი­ზა­ცია, ამი­ტომ პა­ცი­ენ­ტი უნ­და გაფრთხილებულ იქნან იმის შე­სა­ხებ, რომ მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში სა­ჭი­როა ინ­სო­ლა­ცი­ი­სა და ულ­ტრა­ი­ის­ფე­რი დას­ხი­ვე­ბი­საგან თა­ვის არი­დე­ბა. რა­დი­ო­თე­რა­პი­ის დროს შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს ერი­თე­მა. მკურ­ნა­ლო­ბის შეწ­ყვე­ტის შემ­დეგ პიგ­მენ­ტა­ცია ნელ-ნე­ლა ქრე­ბა. არსებობს კან­ზე გა­მო­ნა­ყ­რის (ჩვე­უ­ლებ­რივ – ნაკ­ლე­ბად სპე­ცი­ფიუ­რი) მონაცემები, აგ­რეთ­ვე ექ­სფო­ლი­ა­ცი­უ­რი დერ­მა­ტი­ტის ცალ­კე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი (პრე­პა­რატ­თან კავ­ში­რი დად­გე­ნი­ლი არ არის). შე­საძ­ლოა ალო­პე­ცია. ცენ­ტრა­ლუ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის მხრი­ვ: ტრე­მო­რი ან სხვა ექ­სტრა­პი­რა­მი­დუ­ლი სიმ­პტო­მე­ბი, ძი­ლის დარ­ღვე­ვა, მათ შო­რის კოშ­მა­რუ­ლი სიზ­მრე­ბი. იშ­ვი­ა­თად: სენ­სო­მო­ტო­რუ­ლი, მო­ტო­რუ­ლი და შე­რე­უ­ლი პე­რი­ფე­რი­უ­ლი ნე­ი­რო­პა­თია და/ან მი­ო­პა­თია, რო­მე­ლიც ჩვეულებრივ შექცევადია პრე­პა­რა­ტის მოხ­სნის შემ­დეგ. ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად: ნათ­ხე­მისმიერი ატაქ­სია, ქა­ლას­ში­და კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი ჰი­პერ­ტენ­ზია (თა­ვის ტვი­ნის ფსევ­დო­სიმ­სივ­ნე), თა­ვის ტკი­ვი­ლი. სხვა: ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად: ვას­კუ­ლი­ტი, ეპი­დი­დი­მი­ტი, იმ­პო­ტენ­ცი­ის რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა (პრე­პა­რატ­თან კავ­ში­რი დად­გე­ნი­ლი არ არის), თრომ­ბო­ცი­ტო­პე­ნია, ჰე­მო­ლი­ზური ანე­მია, აპ­ლაზიური ანე­მია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ალეროლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ალეროლის გვერდითი მოვლენებია: ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია სისუსტე, თავბრუსხვევა, დაღლილობა, შაკიკი, პირის სიმშრალე, ვერტიგო, თავის ტკივილი. გვერდითი ეფექტები ვითარდება იშვიათად და ჩვეულებრივ სუსტად გამოხატული და გარდამავალი ხასიათისაა. მოულოდნელი ეფექტის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ციკლოდოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ციკლოდოლის გვერდითი მოვლენებია: ციკლოდოლის გამოყენებისას შესაძლებელია პირის სიმშრალე, შარდვის გაძნელება, ყაბზობა, აკომოდაციის დარღვევა, ტაქიკარდია, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ჰალუცინაციები, თვალისშიდა წნევის მომატება.  გვერდითი მოვლენები გაივლის პრეპარატის დოზის შემცირებისას ან მისი მოხსნის შემდეგ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ალექსანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ალექსანის გვერდითი მოვლენებია: ციტარაბინის არასასურველი ეფექტები ატარებენ დოზაზე დამოკიდებულ ხასიათს. უფრო ხშირად გვხვდება არასასურველი ეფექტები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან. ციტარაბინი ტოქსიკურია ძვლის ტვინისათვის და იწვევს არასასურველ ჰემატოლოგიურ ეფექტებს. შემდეგი არასასურველი მოვლენები დარეგისტრირებული იქნა ციტარაბინით თერაპიასთან დაკავშირებით. მათი სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (>_1/10); ხშირად (1/100-დან <1/10-მდე); არც ისე ხშირად (1/1000-დან <1/100-მდე); იშვიათად (1/10 000-დან <1/1000-მდე); ძალიან იშვიათად (<1/10 000); უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების საფუძველზე). ინფექციები და ინვაზიები არც ისე ხშირად: სეფსისი (იმუნოსუპრესია), ცელულიტი შეყვანის ადგილას. ვირუსული, ბაქტერიალური,სოკოვანი, პარაზიტული ანდა საპროფიტული ინფექციები შესაძლებელია სხეულის ნებისმიერ ადგილას მონოთერაპიაში ანდა სხვა იმუნოდეპრესანტებთან კომბინაციაში ციტარაბინის იმუნოსუპრესიული დოზებით გამოყენებასთან დაკავშირებით, რაც გავლენას ახდენს უჯრედოვან და ჰუმორალურ იმუნიტეტზე. ეს ინფექციები შესაძლოა ატარებდნენ იოლ ფორმას, მაგრამ შესაძლოა სერიოზული ხასიათის ანდა ლეტალური ინფექციის სახითაც შეგცხვდეს. დარღვევები სისხლისა და ლიმფატური სისტემის მხრიდან  ხშირად: ანემია, მეგალობლასტოზი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია დარღვევები ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრიდან ხშირად: ანორექსია, ჰიპერურიკემია დარღვევები ნერვული სისტემის მხრიდან ხშირად: მაღალი  დოზებისას შესაძლოა ცერებილარული ანდა ცერებრალური ეფექტები. რასაც თან ახლავს ცნობიერების დონის გაუარესება, დიზარტრია, ნისტაგმომი. არც ისე ხშირად: თავის ტკივილი, პერიფერიული სენსორული ნევროპათია დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრიდან ხშირად: შექცევადი ჰემორაგიული კონიუქტივიტი (სინათლის შიში, წვა, მხედველობის დარღვევა, მომატებული  ცრემლდენა), კერატიტი დარღვევები გულის მხრიდან არც ისე ხშირად: პერიკარდიტი ძალიან იშვიათად: არითმია დარღვევები სასუნთქი ორგანოების, გულმკერდის ორგანოებისა  და ძგიდის მხრიდან არც ისე ხშირად: პნევმონია, ქოშინი, ყელის ტკივილი დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან ხშირად: მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, პირის ღრუს, ანალური გარსის  ანთება ან წყლული  არც ისე ხშირად: ეზოფაგიტი, საყლაპავის წყლული, კუჭ-ნაწლავის კისტოზური პნევმატოზი, ნეკროტიული კოლიტი, პერიტონიტი დარღვევები ღვიძლისა და ნაღველსადინარი გზების მხრიდან ხშირად: შექცევადი ზეგავლენა ღვიძლზე ფერმენტების დონეების აწევით ცვლილებები კანისა და კანქვეშა-ცხიმოვანი უჯრედისის მხრიდან  ხშირად: შექცევადი არასასურველი ეფექტები კანზე, როგორიცაა ერიტემა, ბულეზური დერმატიტი, ჭინჭრის ციება, ვასკულიტი, ალოპეცია არც ისე ხშირად: ნეიროტროფილური ენდოკრინული ჰიდრადენიტი  დარღვევები ჩონჩხისა და კუნთოვანი სისტემებისა და შემაერთებელი ქსოვილების მხრიდან არც ისე ხშირად: მიალგია, არტრალგია დარღვევები თირკმლებისა და საშარდე გზების მხრიდან ხშირად: თირკმლის უკმარისობა, შარდის შეკავება ზოგადი დარღვევები შეყვანის ადგილებში ხშირად: ციებ-ცხელება, თრომბოფლებიტი შეყვანის ადგილას ციტარაბინის სინდრომი (იმუნოალერგიული ეფექტი): ციებ-ცხელება. კუნთების ტკივილი, ტკივილი ძვლებში; ხანდახან გვხვდება ტკივილი მკერდში, გამონაყარი, კონიუქტივიტი და გულისრევა, რაც გამოვლინდება თერაპიის დაწყებიდან 6-12 საათის შემდეგ. პროფილაქტიკისა და თერაპიის საშუალებად გამოიყენება კორტიკოსტეროიდები. თუკი ისინი ეფექტური გამოდგება, ციტარაბინით თერაპია გრძელდება. არასასურველი ეფექტები, რაც გამოწვეულია ციტარაბინის მაღალი დოზით და განსხვავდება ჩვეულებრივი დოზის მიღებით გამოწვეული ეფექტებისაგან ჰემატოლოგიური ტოქსიკურობა. ვლინდება ღრმა პანციტოპენიის სახით, რომელიც შესაძლოა გაგრძელდეს 15-25 დღე და თან ახლდეს ძვლის ტვინის უფრო ღრმა აპლაზია, ვიდრე ჩვეულებრივი დოზის მიღებისას. დარღვევები ნერვული სისტემის მხრიდან. ციტარაბინის მაღალი დოზებით მკურნალობისას ავადმყოფების 3-37% აღმოაჩნდა ცერებრალური ან ცერებელარული ეფექტების სიმპტომები, როგორიცაა პიროვნების ცვლილება, სიფხიზლის მოდუნება, დიზარტრია, ატაქსია, ტრემორი, ნისტაგმი, თავის ტკივილი, ცნობიერების ამღვრევა, ძილიანობა, თავბრუსხვევა, კომა, კრუნჩხვები და ა.შ. ასეთი მოვლენები ხშირია ხანდაზმულებში (55 წლის ზემოთ). განწყობითი ფაქტორების რიცხვს განეკუთვნება აგრეთვე ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის დარღვევა, მანამდე ჩატარებული ცნს-ის მკურნალობა (მაგალითად, სხივური თერაპიით) და ალკოჰოლის მავნე გამოყენება. დარღვევები ცნს-ის მხრიდან უმეტეს შემთხვევაში შექცევადია. თუკი ციტარაბინის მაღალი დოზის ინტრავენურ შეყვანას თან ახლავს მკურნალობის სხვა სახეც, რომელიც ტოქსიკური ცნს-ს მიმართ, ცნს-თვის ტოქსიკურობის რისკი იზრდება. ტოქსიკურობა რქოვანასთვის და კონიუქტივები. აღწერილია რქოვანას შექცევადი დაზიანებები და ჰემორაგიული კონიუქტივიტი. ეს მოვლენა შესაძლოა თავიდან იქნეს აცილებული ანდა შემცირდეს ისეთი თავალის წვეთების შეყვანით, რომლებიც შეიცავენ კორტიკოსტეროიდს. დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან. ციტარაბინის მაღალი დოზებით მკურნალობისას აღინიშნა ნაწლავების პერფორაციის ან ნაწლავების გაუვალობითა და პერიტონიტით გამოხატული ნეკროზის შემთხვევები, ღვიძლის აბსცესი, ბადა-კნარის სინდრომი (ღვიძლის ვენების თრომბოზი) და პანკრეატიტი. დარღვევები სასუნთქი ორგანოების, გულმკერდის ორგანოებისა და ძგიდის მხრიდან შესაძლოა განვითარდეს კლინიკური ნიშნები მოზრდილებში ფილტვების შეშუპების/რესპირატორული დისტრეს-სინდრომის სახით, რაც დაკავშირებულია ალვეოლარული კაპილარების დაზიანებით. სხვა არასასურველი ეფექტები. ციტარაბინით თერაპიის შემდეგ აღინიშნა კარდიომიოპათია, რაბდომილიოზი, ანაფილაქსია, რამაც გამოიწვია გულის გაჩერება და მოითხოვა რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარება. კუჭ-ნაწლავის არასასურველი ეფექტები მცირდება, თუკი ციტარაბინი შეყავთ ინფუზიის სახით. ჰემორაგიული კონიუქტივიტის პროფილაქტიკისათვის საჭიროა გლუკოკორტიკოიდების ადგილობრივი გამოყენება. ამენორეა და აზოოსპერმია. გვერდითი მოვლენები ინტრატეკალური შეყვანისას. მოსალოდნელი სისტემური რეაქციები: ძვლის ტვინის დათრგუნვა, გულისრევა, ღებინება. შესაძლოა მძიმე ტოქსიკურობა ზურგის ტვინის მხრიდან, რაც იწვევს კვადრიპლეგიასა და დამბლას, ნეკროტიული ენცეფალოპათია, სიბრმავე და ნეიროტოქსიურობის სხვა ცალკეული გამოვლინებები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

კორაქსანი / CORAXAN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კორაქსანი –  არ მიიღოთ კორაქსანი თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას (იხილეთ განყოფილება <<რა შემთხვევებში არ შეიძლება კორაქსანის მიღება>>). თუ თქვენ ხართ ორსულად და ღებულობდით კორაქსანს, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან. არ მიიღოთ კორაქსანი შეიძლება დაორსულდეთ და თქვენ არ იყენებთ კონტრაცეფციის ეფექტურ მეთოდებს (იხილეთ განყოფილება <<რა შემთხვევებში არ შეიძლება კორაქსანის მიღება>>).  არ მიიღოთ კორაქსანი თუ კვებავთ ბავშვს ძუძუთი (იხილეთ განყოფილება <<რა შემთხვევებში არ შეიძლება კორაქსანის მიღება>>). გააფრთხილეთ თქვენი ექიმი თუ ბავშვს კვებავთ ძუძუთი ან გემავთ ძუძუთი კვებას, რადგანაც თუ თქენ დანიშნული გაქვთ კორაქსანი, აუცილებელი იქნება ძუძუთი კვების შეწყვეტა.  თუ თქვენ ხართ ორსულად ან კვებავთბავშვს ძუძუთი, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.  ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა: კორაქსანმა შეიძლება გამოიწვიოს დროებითი მხედევლობითი შეგრძნებები (მხედველობის არეში სიმკვეთრის დროებითი მომატება) იხილეთ განყოფილება <<შესაძლო გვერდითი ეფექტები>>). თუ თქვენ ეს გამოგივლინდათ, გამოიჩინეთ სიფრთხილე ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვისას, ისეთ სიტუაციებში, როდესაც შეიძლება მოხდეს

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი