Category Archives: სხვა

იცით რეპრეტინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რეპრეტინის გვერდითი მოვლენებია: გრიპის მაგვარი სიმპტომატიკა (მკურნალობის დასაწყისში): თავბრუსხვევა, ძილიანობა, ცხელება, თავის ტკივილი, მიალგია, ართრალგია. ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე (სუსტად ან ზომიერად გამო­ხა­ტუ­ლი), ეგზემა, ჭინჭრის ციება, ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება. გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის მხრი­ვ: დო­ზა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი არ­ტე­რი­უ­ლი წნევის მო­მა­ტე­ბა, არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა (ხშირად, თირკმლის ქრო­ნი­კუ­ლი  უკ­მა­რისო­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებში), ცალ­კე­ულ შემთხვევაში  – ჰი­პერ­ტო­ნუ­ლი კრი­ზი, ენცეფალოპათიის სიმპტომებით  მიმდინარე არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის მკვეთ­რი მო­მა­ტე­ბა (თა­ვის ტკი­ვი­ლი, გონების დაბინდვა) და გენერალიზებული ტო­ნურ-კლო­ნუ­რი კრუნ­ჩხვე­ბი. სის­ხლმბადი ორ­გა­ნო­ების მხრი­ვ: თრომ­ბო­ცი­ტო­ზი, ცალ­კე­ულ შემთხვევებში –  შუნ­ტის თრომ­ბო­ზი (ანევრიზმის, სტენოზის და ა.შ. ან არტერიული ჰიპოტენზიისადმი მიდრეკილების მქონე ­ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში),  ერით­ტო­ცი­ტული ზრდის აპ­ლა­ზია. ადგილობრივი რეაქცია: ჰიპერემია, წვა, სუსტი ან ზომიერი ტკივილი შეყ­ვა­ნის ადგილას (უფრო ხშირად ვითარდება პრეპარატის კანქვეშ შეყვანისას). ლაბორატორიული მაჩვენებლები: ფერიტინის კონცენ­ტრა­ცი­ის შემცირება პლაზმაში, ურემიის დროს – ჰიპერკალემია, ჰიპერფოსფატემია. სხვა: სუნთქვის დარღვევასთან ან არტერიული წნევის დაწევასთან დაკავ­ში­რე­ბუ­ლი გართულებები; იმუნური რეაქციები (ანტისხეულების წარმოქმნის ინ­დუქ­ცია), პორფირიის გამწვავება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნოფუნგს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნოფუნგის გვერდითი მოვლენებია: ფლუკონაზოლის ამტანობა კარგია. ფლუკონაზოლის ყველაზე ხშირი, კლინიკური ცდების დროს გამოვლენილი გვერდითი ეფექტებია: ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები; კანის მხრივ: გამონაყარი, კანის ექსფოლიატური დაზიანება, მათ შორის სტივენ-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მუცლის არეში ტკივილი, ფაღარათი, მეტეორიზმი, დისპეფსია, გულისრევა, ღებინება. ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ: ღვიძლზე ტოქსიკური ზეგავლენა (იშვიათად ფატალური გამოსავლით), ჰეპატიტი, ჰეპატოცელულური ნეკროზი, სიყვითლე, და ასევე ტუტოვანი ფოსფატაზების, ბილირუბინის, ალანინტრანსფერაზასა(ALT) და ასპარაგინტრანსფერაზას (ACT) მომატება. ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: ჰიპერქოლესტერემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია, ჰიპოკალიემია. მგრძნობელობის ორგანოების მხრივ: გემოვნების დარღვევა. ზოგიერთ ავადმყოფს, განსაკუთრებით მძიმე ფონური დაავადებით (შიდსი ან კიბო) ფლუკონაზოლის მიღებისას აღენიშნებოდათ თირკმლისა და სისხლმბადი ორგანოების ფუნქციური მაჩვენებლების ცვლა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, თუმცა ამ მოვლენების კლინიკური მნიშვნელობა და მათი კავშირი  პრეპარატის მიღებასთან არ არის ცნობილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კოვონია ყელის სპრეის რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კოვონია ყელის სპრეის გვერდითი მოვლენებია:  გვერდითი მოვლენები იშვიათ შემთხვევებში ვითარდება: ალერგიული რეაქციები, კბილების და ენის ფერის შეცვლა და კანის მგრძნობელობის მომატება. თუ ზემოთ ჩამოთვლილი ან სხვა გვერდითი მოვლენები განვითარდა, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კარდოპანი-სანოველს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კარდოპანი-სანოველის გვერდითი მოვლენებია: კონტროლირებადი კვლევებისას განვითარებული გვერდითი ეფექტები ატარებდა ზომიერ და გარდამავალ ხასიათს. არასასურველი მოვლენების სიხშირის შესაფასებლად გამოყენებულია შემდეგი კრიტერიუმები: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100, მაგრამ <1/10), ზოგჯერ (≥1/1000, მაგრამ <1/100), იშვიათად (≥1/10 000, მაგრამ <1/1000), ძალიან იშვიათად (<1/10 000). სისხლის მიმოქცევისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ხშირად – ნეიტროპენია; ძალიან იშვიათად – თრომბოციტოპენია. ცნს-ის მხრივ: ხშირად – პოსტურალური თავბრუსხვევა; ზოგჯერ – თავბრუსხვევა; იშვიათად – ვერტიგო; ძალიან იშვიათად – თავის ტკივილი. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხშირად – ორთოსტატული ჰიპოტენზია; ზოგჯერ – გულის უკმარისობა, ჰიპოტენზია; ძალიან იშვიათად – ვასკულიტი. სასუნთქი სისტემის მხრივ: ზოგჯერ ხველა. საჭმლისმომნელებელი სისტემის მხრივ: ზოგჯერ – დიარეა, ტკივილი მუცელში; ძალიან იშვიათად – გულისრევა. დერმატოლოგიური რეაქციები: ძალიან იშვიათად – ანგიონევროზული შეშუპება, გამონაყარი, ქავილი. ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: ზოგჯერ – ტკივილი ზურგში; ძალიან იშვიათად – ართრალგია, მიალგია.  შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად – თირკმლის ფუნქციის დარღვევები, თირკმლის მწვავე უკმარისობა, თირკმლის უკმარისობა. იმუნური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად – ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, შრატისმიერი დაავადების ჩათვლით. სხვა: ხშირად – ვირუსული ინფექციები; იშვიათად – ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, ფარინგიტები, სინუსიტები; ძალიან იშვიათად – რინიტები. ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: იშვიათად – ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის დაქვეითება. კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში 0.8% და 0.4% ავადმყოფებში, რომლებიც ღებულობდნენ ვალსარტანს, აღინიშნა ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის არსებითი დაქვეითება (>20%). შედარებისათვის – იმ ავადმყოფებში, რომლებიც ღებულობდნენ პლაცებოს, როგორც ჰემატოკრიტის, ასევე ჰემოგლობინის დაქვეითება, აღინიშნა შემთხვევათა 0.1%-ში. ნეიტროპენია გამოვლინდა 1.9% ავადმყოფებში, რომლებიც იღებდნენ ვალსარტანს, და 1.6% ავადმყოფებში, რომლებიც იღებდნენ აგფ-ინჰიბიტორებს.  არსებობს ცნობები ვალსარტანის მიღებისას ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების მომატების შემთხვევების შესახებ. გულის უკმარისობის დროს კრეატინინის დონის მომატება 50%-ზე ზევით აღინიშნა ავადმყოფთა 3.9%-ში, რომლებიც იღებდნენ ვალსარტანს, პლაცებოს ჯგუფში 0.9%-თან შედარებით.  შრატში კალიუმის დონის მომატება 20%-ზე ზევით აღინიშნა ავადმყოფთა 10%-ში, რომლებიც იღებდნენ ვალსარტანს და ავადმყოფთა 5.1%-ში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს.  შარდოვანას აზოტის დონის მომატება აღინიშნა ავადმყოფებთა 16.6%-ში, რომლებიც ღებულობდნენ ვალსარტანს და 6.3%-ში პლაცებოს ჯგუფში. გაუთვალისწინებელი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კლორიფორტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კლორიფორტის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები:ვაგინალურ ლორწოში ძალზე მცირე რაოდენობის კლოტრიმაზოლი აბსორბირდება საიმისოდ, რომ სისტემური ხასიასთის გვერდითი ეფექტები წარმოიშვას. შესაძლოა ადგილი ექნეს ისეთ რეაქციეს, როგორებიცაა ალერგიული დერმატიტი, ადგილობრვი რეაქციები, მათ შორის გაღიზიანება და წვის შეგრძნება, ჰიპერმგრძნობელობა. ამ პრეპარატის მიღების გამო წარმოშობილი რომელიმე უარყოფითი ეფექტის შესახებ უნდა ეცნობოს ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რევასიდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რევასიდის გვერდითი მოვლენებია: პარენტერული ანტიბიოტიკების ძირითად გვერდით მოვლენას წარმოადგენს  ინექციის ადგილას ტკივილი, განსაკუთრებით კუნთებში შეყვანისას. ზოგიერთ პაციენტებში პრეპარატის ვენაში შეყვანის შემდეგ აღინიშნება ფლებიტი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ აღინიშნება გულისრევა, ღებინება და დიარეა. კანის მხრივ: აღინიშნება გამონაყარი, ქავილი და კანის სხვა რეაქციები. სისხლმბადი და ლიმფური სისტემის მხრივ: პრეპარატით მკურნალობისას არსებობს მონაცემები ანემიის, თრომბოციტოპენიის,   ეოზინოფილიისა და ლეიკოპენიის განვითარების შესახებ. აღნიშნული ცვლილებები შექცევადია და ქრება მკურნალობის შეწყვეტისას. ღვიძლის მხრივ: აღინიშნებოდა ალანინამინოტრანსფერაზას და  ასპარაგინამინოტრანსფერაზას აქტივობის მომატება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პაკლიტაქსელ-ლენსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პაკლიტაქსელ-ლენსის გვერდითი მოვლენებია:  – ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ანემია; – პერიფერიული ნეიროპათია; – ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე, კვინკეს შეშუპება, ბრონქოსპაზმი); – ალოპეცია; – არტერიული ჰიპოტონია, ბრადიკარდია, არითმია; – გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, მუკოზიტი, მადის დაქვეითება; – ართრალგია, მიალგია, პერიფერიული შეშუპება, ჰიპერემია, თრომბოფლებიტი პრეპარატის შეყვანის ადგილას; – შესაძლებელია სისხლში ღვიძლის ფერმენტების და ბილირუბინის დონის გაზრდა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნო-სპაზმას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნო-სპაზმას გვერდითი მოვლენებია: შესაძლებელია – გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში,იშვიათად  ალერგიული რეაქციები, ანემია, თრომბოციტოპენია, მეტჰემოგლობინემია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ორცერინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ორცერინის გვერდითი მოვლენებია: დიაცერეინს ჩვეულებრივ კარგად იტანენ პაციენტები. გვერდითი ეფექტებიდან შეიძლება გამოვლინდეს: დიარეა, მუცლის ტკივილი. (აღნიშნული სიმპტომები ქრება მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ) დისპეპსიური მოვლენები, კანის ალერგიული რეაქციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რამიპრილი-H – ჰუმანითს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რამიპრილი-H – ჰუმანითის გვერდითი მოვლენებია:  ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენის განვითარების, მათი გაძლიერების ან აუტანლობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს. თქვენმა ფარმაცევტმა შესაძლოა გირჩიოთ გვერდითი მოვლენების მართვის შესახებ. • ტკივილი ზურგის არეში  • ბრონქიტი • ხველა (მშრალი, მუდმივი) • ძილის პრობლემები • თავბრუსხვევა • ძილიანობა • დაღლილობა • გაწითლება • თავის ტკივილი • წყლულები პირის ღრუში, ენის ტკივილი • კუნთების შებოჭილობა • ცხვირის გაგუდვა • ნევროზულობა • სინათლის მიმართ მგრძნობელობა • სქესობრივი პრობლემები (მამაკაცებში) • უჩვეულო დაღლილობა და სისუსტე. ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს: • თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა მწოლიარე ან მჯდომარე მდგომარეობიდან წამოდგომის შემთხვევაში • პულსის აჩქარება, არითმია, პალპიტაცია • სახსრების ტკივილი • არტერიული წნევის დაქვეითება (თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა) • ხელების, ფეხების ან ტუჩების გაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება • ანემიის ნიშნები (სისხლის წითელი უჯრედების შემცირება, მაგ თავბრუსხვევა, კანის გაფერმკრთალება, უჩვეულო დაღლილობა ან სისუსტე, სუნთქვის უკმარისობა) • სისხლდენის ნიშნები (უჩვეულო სისხლდენა ცხვირიდან, სისხლჩაქცევა, სისხლიანი შარდი, სისხლიანი ხველა, სისხლდენა ღრძილებიდან, ჭრილობიდან სისხლდენის შეჩერების გართულება) • კალიუმის დონის ცვლილებასთან დაკავშირებული ნიშნები (მაგ. არითმია, კუნთების სისუსტე, შეუძლოდ ყოფნა) ინფექციის ნიშნები (სიმპტომები მოიცავს ცხელებას ან შემცივნებას, ძლიერ ფაღარათს, სუნთქვის გაძნელებას, ხანგრძლივ თავბრუსხვევას, კისერმრუდობას, წონის დაკლებას ან დაღლილობას) • თირკმლის დაზიანების ნიშნები (მაგ. შემცირებული შარდვა, გულისრევა, ღებინება, ხელების და ფეხების შეშუპება, დაღლილობა) • ღვიძლის დაზიანების ნიშნები (მაგ. ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, მადის დაქვეითება, კანის ან თვალების სიყვითლე) • დაბალი არტერიული წნევის ნიშნები, მაგ. თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა, ან სისუსტე • პანკრეატიტის ნიშნები (მაგ. ტკივილი მუცლის მარცხენა ზედა კვადრანტში, ზურგის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, შემცივნება, ტაქიკარდია, მუცლის შეშუპება) • გამონაყარი კანზე (ქავილით ან მის გარეშე), ცხელება, სახსრების ტკივილი • ხელების, ტერფების ან ფეხების შეშუპება • სისხლში გლუკოზის დონის მომატების ნიშნები (მაგ. ხშირი შარდვა, გაძლიერებული წყურვილი, საკვების ჭარბად მიღება, აუხსნელი წონის შემცირება, ჭრილობის შეხორცების გაძნელება, ინფექციები, ხილის სუნი ამოსუნთქულ ჰაერში) • თვალშიდა წნევის მომატების სიმპტომები (მხედველობის დაქვეითება ან ბუნდოვანი მხედველობა, თვალის ტკივილი, თვალის გაწითლება, თვალის შეშუპება) • ყელის ტკივილი და ცხელება • ხელების, ფეხების და ტერფების შეშუპება ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენების განვითარების შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას: • ტკივილი გულმკერდში (გულისრევასთან და ღებინებასთან ერთად ან მათ გარეშე) • ალერგიული რეაქციები, მათ შორის შეშუპების ნიშნები (სუნთქვის უკმარისობა ან გაძნელება, ჭინჭრის ციება, თვალების, პირის, ტუჩების ან ხორხის შეშუპება) • გულის შეტევის ნიშნები (მაგ. ტკივილი ან მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში, ტკივილი რომელიც გადადის ბეჭის ან მკლავის მიდამოში, გულისრევა, ღებინება, ოფლიანობა) • კანის ძლიერი რეაქციების ნიშნები, მაგ. ბუშტუკების და ქერცლების წარმოქმნა, სხეულის დიდი ფართობის სიწითლე, სიწითლე რომელიც სწრაფად ვრცელდება, ან სიწითლე, რომელსაც თან ახლავს ცხელება და დისკომფორტი • ინსულტის ნიშნები (მაგ. მოულოდნელი და ძლიერი თავის ტკივილი, კოორდინაციის მოულოდნელი დაკარგვა, მხედველობის ცვლილება, მეტყველების მოულოდნელი არევა, აუხსნელი სისუსტე, გაბუჟება, ხელის ან ფეხის ტკივილი)

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები