Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით ანდროკურს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ანდროკურის გვერდითი მოვლენებია: ჩვენებები: მამაკაცებში – წინამდებარე ჯირკვლის მეტასტაზირებული ან არაოპერაბილური კიბო (ორქიექტომიამდე ან მის შემდეგ), ჰიპერსექსუალობა. ქალებში – ანდროგენიზაცია (მათ შორის მძიმე ჰირსუტიზმი, მძიმე ანდროგენოდამოკიდებული ალოპეცია, აკნეს და სებორეას მძიმე ფორმა). ბავშვებში – იდიოპათიური ადრეული სქესობრივი მომწიფება. უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა, ღვიძლის მძიმე უკმარისობა, ღვიძლის სიმსივნე (თუ აღნიშნულები გამოწვეული არ არის წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნის მეტასტაზებით), დუბინ-ჯონსონის და როტორის სინდრომები (მემკვიდრეობითი კეთილთვისებიანი ჰიპერბილირუბინემია). დეპრესია (მძიმე ფორმა), თრომბოემბოლია, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი. სიფრთხილით: შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვოვანი გართულებით, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, თრომბოემბოლია (ანამნეზში), მოზარდთა ასაკი (მომწიფების პერიოდის დამთავრებამდე), ორსულთა ჰერპესი (ანამნეზში), ორსულებში იდიოპათიური სიყვითლე (ანამნეზში), კახექსია (თუ ის დაკავშირებული არ არის წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნესთან). გვერდითი მოქმედება : მკურნალობის დასწყისში – ტკივილი მუცელში, გულისრევა, მომატებული დაღლილობა, კანის სიმშრალე, აპათია, დეპრესიული მდგომარეობა ან მოუსვენრობა, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, სითხის შეკავება ორგანიზმში. იშვიათად – ალერგიული რეაქციები, შესაძლებელია წონაში მომატება ან მოკლება. მამაკაცებში შესაძლებელია გინეკომასტიის გამოვლენა, ქალებში სარძევე ჯირკვლების დაჭიმულობა. სპერმატოგენეზის დათრგუნვა (ჩასახვის და განაყოფიერების უნარის დაქვეითება – ჩვეულებრივ აღდგება პრეპარატის მოხსნიდან 3-4 თვის შემდეგ), ლტოლვისა და პოტენციის შექცევადი დაქვეითება. ხანგრძლივი დროის მანძილზე ანდროგენების გამომუშავების დაქვეითება იშვიათ შემთხვევაში იწვევს ოსტეოპოროზის განვითარებას. ერთეულ შემთხვევაში მაღალი დოზით დანიშვნისას აღინიშნება ქოშინი და ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება. ბავშვებში – ჰიპოთალამუსზე ნეგატიური ზემოქმედება, რაც იწვევს თირკმელზედას ქერქის დაქვეითებას (მაღალი დოზით თერაპიისას); ღვიძლის უკმარისობის განვითარება. კუნთში სწრაფი შეყვანისას შესაძლებელია ხველა, ქოშინი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ცინკონეტ Cს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ცინკონეტ C-ს გვერდითი მოვლენებია: იშვიათად მოვლენები კუჭ-ნაწლავის მხრივ, რომლებიც მაშინვე იხსნება, თუ პრეპარატს პაციენტი მიიღებს ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.                       

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ალდესს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ალდესის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოვლენების წარმოქმნის სიხშირე: ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად(≥1/100-დან <1/10-მდე); არცთუ ხშირად(≥1/1000-დან <1/100-მდე); ; იშვიათად(≥1/10000-დან<1/1000-მდე); ძალიან იშვიათად(<1/10000); უცნობი სიხშირით(არსებულ  მონაცემებზე დაყრდნობით შეფასება შეუძლებელია).  პოსტმარკეტინგული კვლევები ფსიქიკის მხრივ ძალიან შვიათად: ჰალუცინაცია. ნერვული სისტემის მხრივ ძალიან იშვიათად: თავბრუსხვევა, ძილიანობა, ფსიქომოტორული აღგზნება. სისხლძარღვოვანი სისტემის მხრივ ძალიან იშვიათად: ტაქიკარდია, გულისძგერის შეგრძნება. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ ძალიან იშვიათად: აბდომინალური ტკივილები, გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, დიარეა. ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ ძალიან იშვიათად: ღვიძლის ფერმენტების აქტივობის და ბილირუბინის დონის მომატება, ჰეპატიტი. ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ  ძალიან იშვიათად: მიალგია ზოგადი მოშლილობა და ადგილობრივი რეაქციები ძალიან იშვიათად: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსია, ანგიოედემა, ქოშინი, ქავილი, გამონაყარი, შეშუპება).  ცნობები საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ ცნობებს საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ, მას შემდეგ რაც სამკურნალო პრეპარატი დარეგისტრირდა, დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს საშუალებას იძლევა განხორციელდეს სამკურნალო საშუალების მოხმარების ხანგრძლივი კონტროლი შეფარდებისა სარგებელი/რისკი. არასასურველი ეფექტების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ალფენ-სანოველს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ალფენ-სანოველის გვერდითი მოვლენებია: ალენდრონატი ხასიათდება კარგი ამტანობით. 5 წლიანი კლინიკური გამოკვლევების შედეგებმა აჩვენეს მკურნალობის შეწყვეტის აუცილებლობის არარსებობა გვერდითი მოვლენების სისუსტის გამო. ოსტეოპოროზის მკურნალობა პოსტმენოპაუზის დროს: აღინიშნება შემდეგი გვერდითი მოვლენები (1%-ზე მეტ პაციენტებში), რომლებიც სავარაუდოდ ან განსაზღვრულად იყო დაკავშირებული ალენდრონატის მიღებასთან დოზით 10მგ/დღე-ღამეში და აჭარბებდა პლაცებოს დონეს: ტკივილი მუცლის არეში, დისპეფსია, ყაბზობა, დიარეა, მეტეორიზმი საყლაპავი მილის წყლული, დისფაგია, მუცლის შებერილობა, ტკივილი ძვლებში, კუნთებში და თავის ტკივილი. გარდა ამისა, აღინიშნება გულისრევა, კუჭის წვენის მჟავიანობის მომატება, ღებინება, კუჭისა და კუნთების სპაზმი, იშვიათად – გამონაყარი, ერითემა. ესტროგენ/ჰორმონჩამნაცვლებელ თერაპიასთან კომბინაცია: ალენდრონატის 10მგ დღე-ღამეში ერთხელ ესტროგენ±პროგესტინთან ერთად მიღებისას უსაფრთხოების და ამტანობის მაჩვენებლები არ განსხვავდება ანალოგიური მაჩვენებლებისაგან ამ პრეპარატებით ცალ-ცალკე ჩატარებული მკურნალობისას. პოსტმარკეტინგული მონაცემები: იშვიათ შემთხვევებში: ალერგიული რეაქციები, როგორებიცაა ჭინჭრის ციება, ანგონერვოზული შეშუპება; ეზოფაგიტი, საყლაპავი მილის სტენოზი და პერფორაცია. გარდა ამისა აღინიშნება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები, გამონაყარი, უვეიტი. ლაბორატორიული ანალიზის შედეგები: ჩატარებულმა კლინიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა კალციუმის დონის არც თუ ისე დიდი, ასიმპტომური, დროებითი დაქვეითება (პაციენტების 18%-ში, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატს და 12%-ში, რომლებიც ღებულობდნენ პლაცებოს), და ფოსფატების დონის დაქვეითება (პაციენტების 10%-ში, რომლებიც ღებულობდნენ სამკურნალო პრეპარატს და 3%-ში, რომლებიც ღებულობდნენ პლაცებოს). კალციუმის დონი დაქვეითების სიხშირე < 8,0 მგ/დლ (2,0 მმ) და ფოსფატების დონის დაქვეითების სიხშირე < 2,0 მგ/დლ (0,65მმ) ორივე ჯგუფში მსგავსი იყო. გაუთვალისწინებელი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნოვო ნორმს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნოვო ნორმის გვერდითი მოვლენებია: იშვიათად ნოვონორმის მიღებისას შესაძლებელია ჰიპოგლიკემიის განვითარება, სხვა გვერდითი ეფექტები, გარდა ჰიპოგლიკემიის თანმხლები მოვლენებისა, ჩვეულებრივ სუსტადაა გამოხატული და გარდამავალია. მათ მიეკუთვნება შემდეგი გასტროენტერული სიმპტომები: – ტკივილი მუცლის არეში; – ფაღარათი; – გულისრევა; – ღებინება; – ყაბზობა. იშვიათად პრეპარატის მიღებისას პაციენტებს აღენიშნებათ მოვლენები, რომლებიც შესაძლოა არ არის დაკავშირებულნი პრეპარატის მიღებასთან; – მხედველობის დარღვევა; – ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება. ზოგიერთ პაციენტში შესაძლებელია ალერგიული რეაქციის განვითარება კანზე გამონაყარის და ქავილის სახით. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ექიმის დაუყოვნებელი ინფორმირება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფარსმანდუკის ბალახს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფარსმანდუკის ბალახი  გვერდითი მოვლენებია: იშვიათად ალერგიული რეაქციები პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით აზიმაკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

აზიმაკის გვერდითი მოვლენებია: იშვიათად – გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ტკივილი ეპიგასტრიუმში, მეტეორიზმი; ღვიძლის ფერმენტების ტრანზიტორული მატება; გამონაყარი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ცეფტრიქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ცეფტრიქსის გვერდითი მოვლენებია: ძირითადად ცეფტრიაქსონი კარგი ამტანობით ხასიათდება. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა აღინიშნოს შემდეგი გვერდითი მოვლენები: ადგილობრივი რეაქციები – ტკივილი და შეშუპება ინექციის ადგილას, იშვიათ შემთხვევებსი ვენაში შეყვანისას – ფლებიტი; ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები – გამონაყარი კანზე, იშვიათ შემთხვევებში – ტემპერატურის მომატება, ქავილი, კანკალი; სისხლის მხრივ – ეოზინოფილია, იშვიათ შემთხვევებში – თრომბოციტოზი, ანემია, ლიმფოპენია, ნეიტროპენია, პროთრომბინული დროის გახანგრძლივება; კნტ-ის მხრივ – დიარეა, იშვიათ შემთხვევებში – ღებინება, გულისრევა; ღვიძლის მხრივ – ალტ და ასტ დონის მომატება, ზოგჯერ ტუტე ფოსფოტაზას და ბილირუბინის დონის მატება; თირკმელების მხრივ – ნარჩენი აზოტისა და კრეატინინის დონის მომატება, ცილიდრურია; სასქესო სისტემის მხრივ – კანდიდოზები, ვაგინიტი. ძალიან იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია თავის ტკივილი, ლეიკოციტოზი, ლიმფოციტოზი, მონოციტოზი, ბაზოფილია, სიყვითლე, ნაღვლის გამოყოფის დარღვევა, გლუკოზურია, ჰემატურია, ბრონქოსპაზმი, შრატისმიერი დაავადება, მუცლის ტკივილი, კოლიტები, მეტეორიზმი, ტაქიკარდია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფერიმაქსი სიროფს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფერიმაქსი სიროფის გვერდითი მოვლენებია: რკინის პერორალური პრეპარატების გამოყენებისას განავალი მუქდება. ამის მიზეზი არის რკინა, რომლის შეწოვაც არ მოხდა, ეს მდგომარეობა საზიანო არ არის. ვინაიდან რკინა (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზას კომპლექსში შემავალი რკინა (III) ფაქტიურად არა-იონურია, არასასურველი მოვლენები, როგორებიცაა კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება, კუჭის სისავსის შეგრძნება, გულისრევა, ფაღარათი და შეკრულობა, რომლებიც აღინიშნება რკინის იონიზირებული მარილის პრეპარატების გამოყენებისას, იშვიათია ფერიმაქსის სიროფის დროს. არასასურველი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით წყალბადის ზეჟანგს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

წყალბადის ზეჟანგის გვერდითი მოვლენებია: ჭრილობის დამუშავებისას წვა, ალერგიული რეაქციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები