Category Archives: სხვა

იცით ვირატონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვირატონის გვერდითი მოვლენებია: და უკუჩვენებები: უკუჩვენებები ვირატონთან მიმართებაში არ არის შენიშნული. ვირატონის მიღება შეიძლება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რიბავირინი (აქტიური ნივთიერება)-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რიბავირინის გვერდითი მოვლენებია: სისხლმბადი სისტემის მხრივ: ჰემოლიზი – რიბავირინის ძირითადი ტოქსიური ეფექტია. თუმცა, რეკომენდებული დოზის დაცვის შემთხვევაში შესაძლებელია ჰემოლიზის განვითარების მინიმუმამდე დაყვანა. ასევე, სხვა ლაბორატორიული მაჩვენებლების კორექცია შესაძლებელია სწორი დოზის შერჩევის გზით. უმრავლეს შემთხვევაში ანემია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, გრანულოციტოპენია და თრომბოციტოპენია მცირედ არის გამოხატული. ენდოკრინული სისტემის მხრივ: შესაძლებელი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა (3%) – თირეოტროპული ჰორმონის რაოდენობის ცვლილება. ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი, ანაფილაქსია. შესაძლებელია აღინიშნოს: ჰიპერმგრძნობელობა, არტერიული წნევის დაქვეითება ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები. თანამოვლენები ძირითადად მცირედ და ზომიერადაა გამოხატული და მკურნალობის მიმდინარეობაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დოზილენს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დოზილენის გვერდითი მოვლენებია: ზოგადი ხასიათის გვერდითი მოვლენები:  ბანალური გაციება, გულმკერდის არეში ტკივილი, ცხელება, სახის შეშუპება, შემცივნება, სისუსტე. გულ-სისხლძარღვთა სისტემა: ჰიპერტენზია, ვაზოდილატაცია, სახეზე სისხლის მოწოლა, ჰიპოტენზია, სტენოკარდია, AV ბლოკადა (I ხარისხი), ბრადიკარდია, ტაქიკარდია. საჭმლის მომნელებელი სისტემა: ფლატულენცია, ეპიგასტრული ტკივილი, მეტეორიზმი, გინგივიტი, მადის დაკარგვა, ჰიპერსალივაცია, პირის სიმშრალე, გაძლიერებული წყურვილი. მეტაბოლური და ნუტრიციული დარღვევები: დეჰიდრატაცია, ჰიპოკალემია, კრეატინინის გაზრდა, ჰიპერგლიკემია, წონის დაკლება, ლაქტატდეჰიდროგენაზას დონის მატება ნერვული სისტემა: ტრემორი, გაღიზიანებულობა, პარესთეზია, თავბრუხვევა, ატაქსია, ლიბიდოს გაძლიერება, აფაზია, ტრანზიტორული იშემიური შეტევები. კანი და სხვა ორგანოები: ქავილი, ძლიერი ოფლის გამოყოფა, დერმატიტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ეგისტროზოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ეგისტროზოლის გვერდითი მოვლენებია: ისევე, როგორც სხვა სამკურნალო პრეპარატებმა, ეგისტროზოლმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი არ ვითარდებიან ყველა პაციენტში. შესაძლო გვერდითი ეფექტები:-ძალიან ხშირი (უვითარდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტს); -ხშირი (უვითარდება 100-დან 1-ზე მეტ, მაგრამ 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს); – არახშირი (უვითარდება 1000-დან 1-ზე მეტ, მაგრამ 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს); – იშვიათი (უვითარდება 10 000-დან 1-ზე მეტ, მაგრამ 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს); – ძალიან იშვიათი (უვითარდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს). დამცავი სისტემა (დარღვევები იმუნური სისტემის მხრიდან) ძალიან იშვიათი: გაძნელებული სუნთქვით ან თავბრუსხვევით მიმდინარე მძიმე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსია), სუნთქვის დარღვევით და სახის ან ყელის შეშუპებით მიმდინარე მძიმე ალერგიული რეაქცია (ანგიონევროზული შეშუპება), კანზე, პირში, თვალებზე და სასქესო ორგანოებზე ბუშტების განვითარებით მიმდინარე მძიმე დაავადებები, ცხელება (მაღალი) და ტკივილი სახსრებში (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), ჭინჭრის ციება.  ამ სიმპტომებიდან ერთ-ერთის განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიიღებთ ექიმის კონსულტაცია. კვება (დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრიდან) არახშირი: მადის შემცირება, ქოლესტერინის დონის მომატება. ნერვები (დარღვევები ნერვული სისტემის მხრიდან) ხშირი: თავის ტკივილი. არახშირი: ძილიანობა. სისხლძარღვები (სისხლძარღვთა მოშლა) ძალიან ხშირი: წამოხურებები. ძალიან იშვიათი: სისხლის შედედების დარღვევა (ვენების თრომბოემბოლია), მაგალითად, თრომბების წარმოშობა, ჩვეულებრივ ფეხის სისხლძარღვებში, რომლის შედეგადაც ვითარდება ტკივილი, შეშუპება ან სიწითლე (ღრმა ვენების თრომბოზი, ღვთ) ან თრომბის მოხვედრა ფილტვში (ფილტვის ემბოლია). კუჭ-ნაწლავი (კუჭ-ნაწლავის მოშლა) ხშირი: ღებინება, ფაღარათი. არახშირი: გულისრევა. კანი (კანისა და კანქვეშა ქსოვილის ფუნქციის დარღვევა) ხშირი: თმის ცვენა. გამონაყარი კანზე. ძალიან იშვიათი: პატარა,,სამიზნეს’’ მსგავსი ლაქებით გამოხატული გამონაყარი (მრავალფორმიანი ერითემა) კუნთები (საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის ფუნქციის დარღვევა) ხშირი: სახსრების ტკივილი ან შებოჭვა. ეგისტროზოლი ამცირებს ქალის სასქესო ჰორმონების დონეს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძვლებში მინერალური ნივთიერებების კარგვა და შეამციროს მათი სიმტკიცე (იხილეთ ნაწილი 2,,პრეპარატი ეგისტროზოლის გამოყენება მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს,,). ამან შეიძლება გამოიწვიოს, მაგალითად, მალების, თეძოს ან მაჯის ძვლების მოტეხილობა. სასქესო ორგანოები და სარძევე ჯირკვლები (დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრიდან) ხშირი: საშოს სიმშრალე. არახშირი: სისხლდენა საშოდან (ძირითადად მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში). პრეპარატი ეგისტროზოლის მიღების ან მიღების შემდეგ პერიოდში საშოდან ნებისმიერი უჩვეულო (მუდმივი) სისხლდენის განვითარების ან მენსტრუალური ციკლის დარღვევის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ საჭიროა ექიმის კონსულტაციის მიღება. შეყვანის ადგილას ქსოვილების მდგომარეობა და საერთო დარღვევები ხშირი: სისუსტე, განწყობის დარღვევები. მძიმე ან ისეთი ახალი გვერდითი ეფექტის განვითარებს შემთხვევაში, რომელიც არ არის ნახსენები მოცემულ ინსტუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კარვედიგამას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კარვედიგამას გვერდითი მოვლენებია: ისევე როგორც ნებისმიერ სხვა პრეპარტს, კარვედიგამას 12,5 მგ-იან ტაბლეტებს შეიძლება ჰქონდეთ თანმხლები მოქმედება: გვერდითი ეფექტების შეფასებისას გამოიყენება შემდეგი მონაცემები: ჩასასმელია ცხრილი  გვერდითი ეფექტი შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის დასაწყისში.  გვერდითი ეფექტი გულის უკმარისობისას: გულის უკმარისობით დაავადებული პაციენეტების გამოკლევისას აღინიშნა შემდეგი გვერდითი მოქმედება: სისხლისა და ლიმფური სისტემის დაავადებები. ხშირად: მსუბუქი თრომბოციტოპენია.  ნივთიერებათა ცვლის და საჭმლისმონელების დარღვევები: ძალიან ხშირად: შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში სისხლში შაქრის დონის ზრდა, ხელებში და ფეხებში წყლის დაგროვება (პერიფერიული შეშუპება), მომატებული ჰიპერვოლემია, სითხის შეკავება.  დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად: თავბრუსხვევა. იშვიათად: ხანმოკლე გონების დაკარგვა (სინკოპე).   დარღვევები მხედველობის მხრივ: ძალიან ხშირად: მხედველობის დარღვევები. გულთან დაკავშირებული დარღვევები: ძალიან ხშირად: ფეხების შეშუპება, ფეხებში წყლის დაგროვება, გულის რითმის შენელება (ბრადიკარდია). იშვიათად: გულის უკმარისობის გაუარესება, მესამე ხარისხის AV-ბლოკის დარღვევა.  თირკმელების და საშარდე გზების დარღვევები: იშვიათად: თირკმელების ფუქციის გაუარესება.   სისხლ-ძარღვოვანი დარღვევები: ძალიან ხშირად: წნევის დაწევა მწოლიარე მდგომარეობაში (ორთოსტატიული ჰიპოტონია).   დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ფაღარათი. ზოგჯერ: კუჭში შეკრულობა.  დარღვევები სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლების მხრივ: ძალიან ხშირად: გენიტალიების შეშუპება (სასქესო ორგანოების არეში წყლის დაგროვება).  ზოგადი ხასიათის დარღვევები: ძალიან ხშირად: ქსოვილებში წყლის დაგროვება (შეშუპება). გენერალიზირებული სისხლ-ძარღვების დაავადებებით დაან თირკმელების შეზღუდული ფუნქციით დაავადებულ პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს თირკმელების ფუნქციონირების შეწყვეტა და თირკმელების ფუნქციის დარღვევები. თავბრუსხვევის, მხედველობის გაუარესების, გულის რითმის შენელებისა და გულის უკმარისობის გაუარესების გარდა, გვერდითი ეფექტი ძირითადად არ არის დამოკიდებელი დოზაზე. ზოგიერთ შემთხვევებში, დოზის მოცულობაზე დამოკიდებულია გულის კუნთების შეკუმშვის უნარი.  მაღალი წნევითა და სტენოკარდიით დაავადებული პაციენტები: მაღალი წნევითა და სტენოკარდიით დაავადებულ პაციენტებში აღინიშნება ისეთივე გვერდითი მოვლენები: , როგორიც გულით უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში, თუმცა მაღალი წნევის და სტენოკარდიის მქონე პაციენტებში აღნიშნული მოვლენების გამოვლენის სიხშირე გაცილებით უფრო იშვიათია.  სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები: იშვიათად: თრომბოციტოპენია და ლეიკოპენია.   ნივთიერებათა ცვლისა და საჭმლის მომნელებელი სისტემი დარღვევები: ხშირად: სისხლის შესქელება. იშვიათად: ხელებში და ფეხებში წყლის დაგროვება (პერიფერიული შეშუფება).   ფსიქოლოგიური დაავადებები: იშვიათად: ძილის დარღვევები, დეპრესიები.   ნერვული სისტემის დაავადებები: ძალიან ხშირად: თავბრუსხვევა და თავის ტკივილი, განსაკუთრებით მკურნალობის დაწყებისას. იშვიათად პარესთეზია, გონების დაკარგვა (სინკოპე), განსაკუთრებით მკურნალობის დაწყებისას.   დარღვევები მხედველობის მხრივ: ძალიან ხშირად: შემცირებული ცრემლიანობა. ძალიან იშვიათად: მხედველობის დარღვევა, თვალებში წვის შეგრძნება.   გულის დაავადებები:L ძალიან ხშირად: ბრადიკარდია, განსაკუთრებით მკურნალობის დაწყებისას.  დარღვევები სისხლ-ძარღვევების მხრივ: ძალიან ხშირად: სისხლის წნევის დაწევა მწოლიარე მდგომარეობაში (ორთოსტატიული ჰიპოტონია), განსაკუთრებით მკურნალობის დაწყებისას. იშვიათად: პერიფერული სისხლის მიმოქცევის დარღვევები.   სასუნთქი გზების, მკერდისა და მედიასტინუმის დაავადებები: ხშირად: ასთმური დისპნოე. იშვიათად: ცხვირის გაჭედვა.  დარღვევები მუცლისა და კუჭ-ნაწლავების ტრაქტის მხრივ: ხშირად: გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში, ფაღარათი. იშვიათად შეკრულობა, ღებინება. ძალიან იშვიათად: პირში სამშრალის შეგრძნება.   დარღვევები კუნთებისა და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ: ძალიან იშვიათად: ტკივილი სხეულის ნაწილებში.  დარღვევები თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ: იშვიათად: თირკმელების ფუნქციის გაუარესება. ძალიან იშვიათად: პრობლემები შარდვისას.   დარღვევები სასქესო ორგანოების მხრივ: ძალიან იშვიათად: იმპოტენცია  ზაგადი ხასიათის დარღვევები: ძალიან ხშირად: დაღლილობის გრძნობა, განსაკუთრებით მკურნალობის დაწყებისას.   გამოკლევები: იშვიათად: ღვიძლის მაჩვენებლების მომატება, ძალიან იშვიათად ვლინდება მკერდის არეში მოჭერის შეგრძნება (სტენოკარდია, AV – ბლოკის დარღვევები), სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული კოჭლობის სიმპტომების გაუარესება ან კრუნჩხვები თითებში და ქუსლის არეში (რეინაუდის ფენომენი). დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: იშვიათად: კანის რეაქციები, მაგ. ალერგია, წვა და ა.შ. შესაძლებელია აგრეთვე ფსორიაზის გაუარესება. პრეპარატ კარვედიგამა 25 მგ ტაბლეტებით მკურნალობისას შეიძლება დაფიქსირდეს სისხლში შაქრის რაოდენობის უმნიშვნელო დარღვევა. 4.2. ისეთი გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში, რომელიც აღწერილი არ არის წინამდებარე ინსტრუქციაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვიკაზიდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვიკაზიდის გვერდითი მოვლენებია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მასიური ინვაზიისა და ჰელმინთების სწრაფი გამოდევნის დროს აღინიშნება ტკივილი მუცლის არეში და დიარეა, აგრეთვე გულისრევა, ღებინება, მადის დაქვეითება.  სისხლმბადი სისტემის მხრივ: ვიკაზიდის მაღალი დოზებით ხანგრძლივი მკურნალობის დროს იშვიათად აღინიშნება ნეიტროპენია. ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ურტიკარია, ანგიონევროზული შეშუპება. სხვა: ღვიძლის ენზიმების კონცენტრაციის მომატება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დიარჰელ Sს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დიარჰელ S-ის გვერდითი მოვლენებია:  მომატებული ნერწყვდენა, რის შემდეგაც პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კატაბალახას ფესვები და ფესურებს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კატაბალახას ფესვები და ფესურების გვერდითი მოვლენებია: პრეპარატი ხასიათდება კარგი ტოლერანტობით, მაგრამ მისი ზედმეტი დოზით მიღება იწვევს მოთენთილობას, დათრგუნვის შეგრძნებას. გვერდითი მოვლენები: ქრება მცენარის მიღების შეწყვეტის შემდეგ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პანტარონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პანტარონის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოვლენები: როგორც სხვა პრეპარატემბა,  პანტარონი 40 მგ-მაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები: .  დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათი: სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია) და/ან თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება (თრომბოციტოპენია).   კუჭ-ნაწლავური დარღვევები: ხშირი: კუჭ-ნაწლავური დარღვევები, როგორიცაა  ტკივილი მუცლის ზედა მხარეში, დიარეა, ყაბზობა და მუცლის შებერილობა. იშვიათად: გულისრევა. პირის სიმშრალე დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: ხშირი: თავის ტკივილი იშვიათად: თავბრუსხვევა და ვიზუალური დარღვევები (მხედველობის დაბინდვა).  დარღვევები კანის მხრივ: იშვიათად: ალერგიული რეაქციები,  როგორიცაა ქავილი და კანზე გამონაყარი.  ძალიან იშვიათი: ჭინჭრის გამონაყარი, ანგიოშეშუპება (სახის, ენის, ტუჩებისა და ყელის შეშუპება ყლაპვის და/ან სუნთქვის გაძნელებით), კანის მძიმე რეაქციები, როგორიცაა მრავალფორმიანი ერითემა,  სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი და ფოტოსენსიტივობა.  დარღვევები ღვიძლისა და სანაღვლე სადინრების მხრივ: ძალიან იშვიათი: ღვიძლისმიერი ფერმენტების მომატება (ტრანსამინაზების,  ᵧ-Gთ).  იშვიათად შეიძლება აღინიშნოს ღვიძლის მძიმე დაზიანება, როგორიცაა სიყვითლე (კანის გაყვითლება) ღვიძლის ფუნქციის დარღვევით ან მის გარეშე.   ჩონჩხკუნთოვანი დარღვევები: იშვიათი: სახსრების ტკივილი.  ძალიან იშვიათი: კუნთების ტკივილი.  ფსიქიკური დარღვევები: ძალიან იშვიათი: დეპრესია.  ზოგადი დარღვევები: ძალიან იშვიათი: ცხელება და სითხის შეკავება (პერიფერიული შეშუპება).  მეტაბოლური დარღვევები  ძალიან იშვიათი: ტრიგლიცერიდების დონეების მომატება.  დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათი: გენერალიზებული ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური შოკი.  დარღვევები თირკმლისა და საშარდე ტრაქტის მხრივ: ძალიან იშვიათი: ინტერსტიციალური ნეფრიტი (თირკმლის ანთება).  რომელიმე აღნიშნული გვერდითი ეფექტის განვითარებისას,  მიმართეთ ექიმს,  რომელიც გადაწყვეტს გააგრძელოს მკურნალობა თუ არა. თუ შენიშნავთ ისეთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციის ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დეპრექს ლეჩივას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დეპრექს ლეჩივას გვერდითი მოვლენებია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დიარეა, გულისრევა ღებინება, დისფაგია, დისპეფსია. ცენტრალური  და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად – კრუნჩხვა, ატაქსია, ტრემორი, ანორექსია, შფოთვა, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევები, მხედველობის დარღვევა, ვეგეტატიური დარღვევები (პირის სიმშრალე, გაძლიერებული ოფლდენა, ვაზოდილატაცია); ძალიან იშვიათად –  სეროტონინური სინდრომი.  შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: შარდვის გახშირება, გახანგრძლივებული ერექცია, ლიბიდოს დაქვეითება, ეაკულაციის დაგვიანება არარსებობა, ორგაზმის გაქრობა,  ენდოკრინული სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად – ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის დარღვევა. ალერგიული და დერმატოლოგირი რეაქციები: ქავილი, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ვასკულიტი, ფოტოსენსიბილიზაცია, ალოპეცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები