Category Archives: სხვა

იცით დესლორა-დენკ 5-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დესლორა-დენკ 5-ის გვერდითი მოვლენებია: მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები: სხვა პრეპარატების მსგავსად აღნიშნულმა პრეპარატმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები: , თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. მოზრდილებში დესლორა-დენკ 5-ის გვერდითი მოვლენები: დაახლოებით ისეთივე იყო, როგორც პლაცებოს შემთხვევაში. თუმცა პლაცებოსთან შედარებით დაღლილობა, პირის სიმშრალე და თავის ტკივილი უფრო ხშირად გამოვლინდა. მოზარდებში გამოვლენილი ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტი იყო თავის ტკივილი.  დესლორა-დენკ 5-ის მიღების შემდეგ ძალიან იშვიათ შემთხვევებში (1-ზე ნაკლები შემთხვევა ყოველი 10 000 ნამკურნალევი პაციენტიდან) გამოვლინდა ძლიერი ალერგიული რეაქციები (სუნთქვის გაძნელება, ხიხინი, ქავილი, ჭინჭირს ციება და შეშუპება) და გამონაყარი. ასევე ძალიან იშვიათ შემთხვევაში გამოვლინდა გახშირებული გულისცემა, ტაქიკარდია, კუჭის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, ფაღარათი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, უძილობა, კუნთების ტკივილი, ჰალუცინაციები, გულყრა, დაღლილობა გაზრდილი ფიზიკური აქტივობის დროს, ღვიძლის ანთება და ღვიძლის ფუნქციური ტესტების დარღვევა (1-ზე ნაკლები შემთხვევა ყოველი 10 000 ნამკურნალევი პაციენტიდან).  რაიმე გვერდითი ეფექტის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ნებისმიერ გვერდით ეფექტს, რაც არ არის აღწერილი აღნიშნულ ინსტრუქციაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რელანიუმს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რელანიუმის გვერდითი მოვლენებია:  * ძილიანობა, დაღლილობა, აპათია, მოძრაობის შენელებული რეაქციები, მეხსიერების დარღვევა, უძილობა, გაძლიერებული მადა, გულისრევა, ფაღარათი, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, არტერიული წნევის დაქვეითება, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე, კანის მხრივ ალერგიული რეაქციები, ლიბიდოს დაქვეითება, სუნთქვის დათრგუნვა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კლარიციდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კლარიციდის გვერდითი მოვლენებია:  თითქმის ყველა ანტიბაქტერიული საშუალებების დროს, მაკროლიდების ჩათვლით, აღინიშნება ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარება. შიდსით დაავადებულ პაციენტებში, კლარითრომიცინით მკურნალობისას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში M. avium – ის საწინააღმდეგო პროფილაქტიკის მიზნით, ხშირად ძნელი იყო კლარითრომიცინის გამოყენებასთან დაკავშირებული სავარაუდო გვერდითი მოვლენების განსხვავება არსებული აივ დაავადებებისა თუ ინტერკურენტული დაავადების გვერდითი მოვლენებისაგან. აღინიშნებოდა ენის შეფერადება პაციენტებში კლარითრომიცინითა და ომეპრაზოლით მკურნალობისას; კლარიციდი ძირითადად კარგი ამტანობით ხასიათდება. გასტროინტესტინური გვერდითი მოვლენების სიხშირე პერორალური კლარითრომიცინით თერაპიისას უფრო დაბალი იყო ვიდრე ტრადიციული მაკროლიდებით მკურნალობის დროს. აღინიშნებოდა გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, ფაღარათი, დისკომფორტი მუცელში, გემოს გაუკუღმართება, თავის ტკივილი, კანზე გამონაყარი. შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები, მსუბუქი ჭინჭრის ციებითა და კანზე მსუბუქი გამონაყარით დაწყებული მძიმე ანაფილაქსიით და სტივენს-ჯონსონის სინდრომით დამთავრებული. პოსტ-მარკეტინგული დაკვირვებებისას აღინიშნებოდა გლოსიტი, სტომატიტი, ორალური მონოლიაზი, ღებინება, თავბრუ, სმენის შექცევადი დაკარგვა, ქცევის შეცვლა, კონფუზია, დეპერსონალიზაცია, დეზორიენტაცია, ჰალუცინაციები, უძილობა, კოშმარები, ყურებში ხმაური და თავბრუ. მოვლენები ალაგდება პრეპარატის მიღების შეწყვეტისას. ღვიძლის დისფუნქცია, ღვიძლის ფერმენტების მომატებით და ჰეპატოცელულური და/ან ქოლესტაზური ჰეპატიტის ჩათვლით, სიყვითლით ან სიყვითლის გარეშე. ღვიძლის დისფუნქცია შეიძლება იყოს მძიმე და ხშირად შექცევადი. ძალიან იშვიათ შემთხვევებში, აღინიშნება ღვიძლის უკმარისობა, რომელიც ძირითადად დაკავშირებულია მძიმე თანმხლებ დაავადებასა თუ მკურნალობასთან. იშვიათად ერითრომიცინის და კლარითრომიცინის მიღება დაკავშირებულია პარკუჭოვან არითმიებთან, პარკუჭოვანი ტაქიკარდიისა და torsades de pointes ჩათვლით პაციენტებში QT ინტერვალის გახანგრძლივებით. არასასურველი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ექსფორჯს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ექსფორჯი®-ის გვერდითი მოვლენებია:  ქვემოთ აღწერილი გვერდითი რეაქციები კლასიფიცირებულია ორგანოების, სისტემების და წარმოქმნის სიხშირის მიხედვით. ამასთანავე, ყველაზე გავრცელებული რეაქცია მითითებულია პირველ რიგში. გვერდითი რეაქციის წარმოქმნის სიხშირის კლასიფიკაცია არის შემდეგი: ძალიან გავრცელებული (≥1/10); გავრცელებული (>1/100, ≤1/10); გაუვრცელებელი (>1/1000, ≤1/100); ნაკლებად გავრცელებული (>1/10000 ≤1/1000). ძალიან ნაკლებადგავრცელებული (<1/10 000), ცალკეული შემთხვევების ჩათვლით. თითოეულ ქვეჯგუფში გვერდითი რეაქციები მოცემულია სერიოზულობის ზრდის მიხედვით. ინფექციები: გავრცელებული – ნაზოფარინგიტი, გრიპისმაგვარი სიმპტომები. მხედველობის ორგანოს მხრივ: ნაკლებად გავრცელებული – მხედველობის დარღვევა. ფსიქიკის მხრივ: ნაკლებად გავრცელებული – აღგზნებულობა. ნერვული სისტემის მხრივ: გავრცელებული – თავის ტკივილი; არაგავრცელებული – თავბრუსხვევა, ძილიანობა, თავბრუსხვევა, პარესთეზია. სმენის ორგანოსა და ლაბირინთის მხრივ: არაგავრცელებული – თავბრუსხვევა; ნაკლებად გავრცელებული – ხმაური ყურებში. გულის მხრივ: არაგავრცელებული – ტაქიკარდია, გულისცემის აჩქარება; ნაკლებად გავრცელებული – გულისწასვლა. სისხლძარღვების მხრივ: არაგავრცელებული – ორთოსტატული ჰიპოტენზია; ნაკლებად გავრცელებული – არტერიული ჰიპოტენზია. სასუნთქი სისტემის მხრივ: არაგავრცელებული – ხველა, ტკივილი ყელსა და ხახაში. გასტროინტესტინალური დარღვევები: არაგავრცელებული – აბდომინალური ტკივილი, შეკრულობა, ფაღარათი, გულისრევა, სიმშრალე პირის ღრუში. კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არაგავრცელებული – გამონაყარი, ერითემა; ნაკლებად გავრცელებული – გაძლიერებული ოფლიანობა, ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ეკზანთემა. ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: არაგავრცელებული – სახსრების შესიება, ტკივილი წელის მიდამოებში, ართრალგია; ნაკლებად გავრცელებული – კუნთების გაკავება, სიმძიმის შეგრძნება. თირკმელებისა და შარდსადენი სისტემის მხრივ: ნაკლებად გავრცელებული – ხშირი შარდვა, მომატებული შარდვა, შარდოვანა აზოტის მომატება. რეპროდუქციული სისტემის მხრივ: ნაკლებად გავრცელებული – ერექციის დარღვევა. სხვა: ნაკლებად გავრცელებული – შეშუპება, სახის შეშუპება, ქვედა კიდურების შეშუპება, დაღლილობა, “ალები“, ასთენია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დერილაიფს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დერილაიფის გვერდითი მოვლენებია: ადგილობრივი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდების ხანგრძლივ დანიშვნას დიდი დოზებით ან მათ დატანებას კანის დიდ მონაკვეთებზე შეიძლება ახლდეს სისტემური აბსორბცია ჰიპერკორტიციზმის სიმპტომების შემდგომი განვითარებით. ამ გართულების განვითარების რისკი მომატებულია ბავშვებში, განსაკუთრებით ოკლუზიური ნახვევის გამოყენებისას, ამასთან საფენმა შეიძლება შეასრულოს ასეთი ნახვევის როლი.  ადგილობრივი გამოყენების მაღალაქტიური გლუკოკორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივმა მკურნალობამ მაღალი დოზებით შეიძლება გამოიწვიოს კანის ატროფიული ცვლილებები, კერძოდ, მისი გათხელება, ატროფიული ზოლების (სტრიების) გაჩენა, ზედაპირული სისხლძარღვების დილატაცია, განსაკუთრებით ოკლუზიური ნახვევების დადებისას და პრეპარატის დატანებისას კანის ნაკეცებიან მონაკვეთებზე. შეიძლება განვითარდეს კანის პიგმენტაცია და ჰიპერტრიქოზი. იშვიათ შემთხვევებში ადგილობრივი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდებით ფსორიაზის მკურნალობა (ან მათი მოხსნა) ახდენს პუსტულოზური ფსორიაზის განვითარების პროვოცირებას. ხანდახან დერილაიფმა შეიძლება გამოიწვიოს დაავადების სიმპტომების გამწვავება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით მაქსაზიტს რა უკუჩვენებები აქვს?

მაქსაზიტის  უკუჩვენებებია: მომატებული მგრძნობელობა მაკროლიდების ჯგუფის  ანტიბიოტიკების მიმართ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით რიზოქსანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რიზოქსანის გვერდითი მოვლენებია: ხანდახან პრეპარატის კომპონენტებზე შესაძლებელია ალერგიული რეაქციები. ერთეულ შემთხვევებში აღინიშნება სუსტი დამარბილებელი მოქმედება, ზოგჯერ – დისკომფორტი ფერდქვეშა არეში. ხანგრძლივი გამოყენებისას იშვიათად აღინიშნება დისპეფსიური მოვლენები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კრისტეპინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კრისტეპინის გვერდითი მოვლენებია: : თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე, ძილიანობა, უძილობა, განგაში, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითება; დისპეფსია, გულისრევა, ღბინება, დიარეა, ტკივილი მუცელში, მადის დაქვეითება; თორაკალგია; ლორწოვანი გარსის სიმშრალე, გაჭედლი ცხვირი; ალერგიული რეაქციები, კანის ქავილი, თვალის ლორწოვანის ჰიპერემია; ჰიპოკალიემია, ჰიპერურიკემია, ჰიპერგლიკემია, ორთოსტატური ჰიპოტანზია, მიასთენია, ასთენია, თრომბოციტოპენია. მაღალ დოზებში ხანგრძლივი გამოყენებისას – პარესთეზიები, პოტენციის და/ან ლიბიდოს დაქვეითება, გინეკომასტია, შარდის გამოყოფის დარღვევა, აკომოდაციის სპაზმი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დიგოქსინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დიგოქსინის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოვლენები: როგორც სხვა სამკურნალო პრეპარატებს, დიგოქსინ სოფარმასაც შეუძლია გვერდითი მოვლენები: ს გამოწვევა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ ვლინდება ყველა პაციენტში. გვერდითი მოვლენები: კლასიფიცირებულია სიხშირის და სისტემების მიხედვით: ძალიან ხშირი (რომლებიც ეხება 10-დან 1 ადამიანს); ხშირი (რომელიც ეხება ერთზე ნაკლებს 10-დან  1-ზე მეტამდე 100 ადამიანიდან); არახშირი (რომელიც ეხება ერთზე ნაკლებს 10-დან  1-ზე მეტამდე 1000 ადამიანიდან); იშვიათი (რომელიც ეხება ერთზე მეტს 10000-დან  1-ზე ნაკლებს 1000 ადამიანიდან); ძალიან იშვიათი (რომლებიც ეხება ერთზე ნაკლებს 10000 პაციენტიდან), ერთეული შეტყობინებების ჩათვლით.   აღინიშნებოდა შემდეგი გვერდითი მოვლენები: , კლასიფიცირებული სისტემების მიხედვით: გულის დარღვევები ხშირი: გულის რითმის შენელება, გამტარობის მსუბუქი დარღვევები, გულის რითმის დარღვევები; იშვიათი: გამტარობის მაღალხარისხოვანი დარღვევები, რითმის მძიმე დარღვევები.  დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ ძალიან იშვიათი: თრომბოციტების დაბალი მნიშვნელობები. დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ ხშირი: თავბრუსხვევა, იშვიათი: თავის ტკივილი. დარღვევები თვალის მხრივ ხშირი: ბუნდოვანი ხედვა ან ხედვა ყვითელ ფერში, მუქი ლაქები.  კუჭ-ნაწლავის დარღვევები ხშირი: გულისრევა, ღებინება, დიარეა. ძალიან იშვიათი: ნაწლავებისთვის სისხლის მიწოდების დარღვევები. დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ ხშირი: დამახასიათებელი კანის გამონაყარი. ფსიქიური დარღვევები არახშირად: დათრგუნვა. ძალიან იშვიათად: არაადეკვატურობა, გონების არევა, აპათია. დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ ძალიან იშვიათი: გინეკომასტია (ხანგრძლივი გამოყენების დროს). ზოგადი დარღვევები და ეფექტი გამოყენების ადგილას ძალიან იშვიათი: სისუსტე, დაღლილობა. ბავშვებში გვერდითი მოქმედების ადრეული სიმპტომები აღინიშნება უპირატესად გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრის – გულის რიტმის აჩქარება ან შენელება.   თუ ნებისმიერი გვერდითი მოქმედება მიიღებს სერიოზულ ხასიათს ან თქვენ შენიშნავთ სხვა, ამ ჩანართ-ფურცელში აღუწერელ გვერდით მოვლენებს, გთხოვთ შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რაუნატინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რაუნატინის გვერდითი მოვლენებია: შესაძლებელია გამოვლინდეს გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, პირის სიმშრალე, ანორექსია, კარდიალგია, ბრადიკარდია, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, ოფლიანობა, საერთო სისუსტე, დეპრესია, ლიბიდოს დაქვეითება, გამონაყარი კანზე, ქავილი. გვერდითი მოვლენები: ს მოხსნა შესაძლებელია პრეპარატის დოზის შემცირებისას ან მისი მიღების ხანმოკლე (1-3 დღე) შეწყვეტის შემდეგ. მაღალი დოზით ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, კოშმარული სიზმრები, პარკინსონიზმის სიმპტომების განვითარება, სტენოკარდიის შეტევების გახშირება. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები